ბარათაშვილის ქუჩაზე რევაზ ლაღიძის ბიუსტი გაიხსნა

ბარათაშვილის ქუჩაზე კომპოზიტორ რევაზ ლაღიძის ბიუსტი გაიხსნა, რომლის ავტორი მოქანდაკე თენგიზ აბრამიშვილია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, ბიუსტის გახსნას დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე დაესწრნენ. კახა კალაძემ ადგილზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და თბილისობის დღესასწაული კიდევ ერთხელ მიულოცა.

„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია რევაზ ლაღიძის ბიუსტის გახსნა. მას არაერთი შესანიშნავი კომპოზიცია აქვს შექმნილი. იმისთვის, რომ მთელ ქვეყანას ეღიარებინა, „თბილისოც“ საკმარისია. მან საკმაოდ ახალგაზრდამ, 38 წლის ასაკში დაწერა ეს სიმღერა და შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი დედაქალაქის ჰიმნად იქცა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბიუსტის გახსნა თბილისობის დღესასწაულს დაემთხვა“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ თბილისელები და დედაქალაქის სტუმრები საღამოს, გალა კონცერტზე დაპატიჟა, რომელიც პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება და რევაზ ლაღიძის შემოქმედებას მიეძღვნება.

ბიუსტის ავტორის, მოქანდაკე თენგიზ აბრამიშვილის განცხადებით, პორტრეტი ბრინჯაოშია ჩამოსხმული და მასზე განთავსებული წარწერა ნოტებზეა აგებული.

„თბილისში „თბილისოს“ ავტორის ძეგლი არ იდგა და ბიუსტის შექმნის იდეაც სწორედ ამიტომ დამებადა. ამაზე სამუშაოდ რამდენიმე წელი დამჭირდა. მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში ჩემი ნამუშევარი გამოარჩიეს. ადგილთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა იყო. საბოლოდ კი, შეირჩა ძველი თბილისის უბანი, სადაც ძველი არქიტექტურა თანამედროვეობასთან არის შერწყმული“, - აღნიშნა მოქანდაკემ.

დედაქალაქის მერთან ერთად, ბიუსტის გახსნას საკრებულოსა და პარლამენტის დეპუტატები, ასევე, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ესწრებოდნენ.

ბიუსტის გახსნის შემდეგ, ანსამბლ „ქართული ხმების“ კონცერტი გაიმართა, რომელზეც დედაქალაქის მერმა რევაზ ლაღიძის „თბილისო“ შეასრულა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა