სალომე ზურაბიშვილი - ფრანკფურტის ბაზრობაზე საქართველო იქნება მთავარი მასპინძელი და ეს არის ძალიან დიდი საშუალება, რომ ჩვენი კულტურა საზღვრებს გარეთ გავიტანოთ

რამდენიმე დღეში ფრანკფურტის ბაზრობა იხსნება, სადაც საქართველო იქნება მთავარი მასპინძელი და ეს არის ძალიან დიდი საშუალება, რომ ჩვენი კულტურა საზღვრებს გარეთ გავიტანოთ, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა თელავში, ამომრჩეველთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, საქართველოს კულტურის მიმართ ძალიან დიდი ინტერესი არსებობს. “რამდენიმე დღეში, იხსნება ფრანკფურტის ბაზრობა, სადაც საქართველო იქნება მთავარი მასპინძელი და ეს არის ძალიან დიდი საშუალება, რომ ჩვენი კულტურა გავიტანოთ საზღვრებს გარეთ. ძალიან დიდი ინტერესია საქართველოს კულტურის მიმართ. ახლახან იუნესკომ ცნო ჩვენი სამი სახეობის ანბანი, როგორც ერთ-ერთი მსოფლიო მემკვიდრეობა. ჩვენ უნდა გვჯეროდეს ჩვენი თავის, ჩვენ მძიმე პერიოდი გავიარეთ, 70 წელი საბჭოთა კავშირის და გავიარეთ ის, რაც მოგვიწყო ჩვენმა მეზობელმა რუსეთმა – კონფლიქტები, ომი, ოკუპაცია – ამ ყველაფერს გავუძელით, როგორც გაუძლო წინა საუკუნეების მანძილზე ჩვენმა საქართველომ და მისმა მეფეებმა. ჩვენ კიდევ გავძლებთ და ვიქნებით ძალიან წარმატებული ქვეყანა. ვართ უკვე წარმატებულები, ეს პირველ რიგში, ჩვენ უნდა დავიჯეროთ, ამიტომ ერთად უნდა გავაძლიეროთ და ავაშენოთ ეს ქვეყანა. ერთად საქართველოსთვის”, -მიმართა სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველს.

აღნიშნულ ინფორმაციას “ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა