არჩილ თალაკვაძე - გახშირებული გატაცებები ადასტურებს, რომ საქართველო დიდი აგრესორი სახელმწიფოს წინაშე დგას

სოფელ კირბალიდან ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით საქართველოს მოქალაქის დაკავებას უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა. მისი თქით, გახშირებული გატაცებები ადასტურებს, რომ საქართველო დიდი აგრესორი სახელმწიფოს წინაშე დგას.

"ჩვენი თანამოქალაქეების გატაცება საოკუპაციო რეჟიმის მიერ ყოველდღიურად კიდევ უფრო ადასტურებს, რომ ცხინვალის რეგონში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, როგორც ადამიანის უფლებების, ასევე ჰუმანიტარული თვალსაზრისით. ეს კიდევ ერთხელ ხაზას უსვამს იქ საერთაშორისო მონიტორინგის დაშვების აუცილებლობას. ჩვენი მხრიდან არის ძალიან პრინციპული პოზიცია სამშვიდობო პოლიტიკასთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა მკაცრად ვგმობთ იმ პრაქტიკას, რომელიც ჩამოაყალიბა საოკუპაციო რეჟიმმა. ვფიქრობ, როდესაც მათ არ შეუძლიათ რაიმე იქ მცხოვრებ საზოგადოებას გაუკეთონ ეკონომიკური და სოციალური განვითარების კუთხით, ეს არის მათი რეჟიმს გამოხატულება. ისინი ამ გატაცებებით თავს შეახსენებენ ყველას. დღეს სამწუხაროდ, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრობლემა ჩვენი ქვეყნის და გამოწვევა ჩვენი პარტნიორებისთვისაც, ვინაიდან საქართველო ამ დღეს დგას დიდი აგრესორი სახელმწიფოს წინაშე, იმ ქვეყნის წინაშე, რომელსაც უკანონოდ აქვს ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიები. ძალიან მალე დასრულდება ეს", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა