გია ხუხაშვილი - მურუსიძე, ფარცხალაძე და სხვები, რომლებიც ალაგებდნენ და ალაგებენ საქმეებს, არ არის გამორიცხული, თავს შანტაჟით იცავდნენ

მურუსიძე, ფარცხალაძე და სხვები, რომლებიც, სავარაუდოდ, მართლაც ალაგებდნენ და ალაგებენ საქმეებს და ბევრი რამ იციან, არ არის გამორიცხული, თავს სწორედ შანტაჟით იცავდნენ, - ამის შესახებ ექსპეტმა გია ხუხაშვილმა გაზეთ „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტი დაინტერესდა, ხომ არ ჩნდება ეჭვი, რომ გარკვეული ინტერესთა ჯგუფები ივანიშვილისგან ფარულად არ მოქმედებენ.

„გეთანხმებით, რომ გარედან ეს სწორედ ასე ჩანს, რაც ბევრს უჩენს ეჭვს, თუმცა რეალურად გაცილებით რთულად უნდა იყოს საქმე. ჩემთვის ფანტასტიკის სფეროა ის, რომ ბიძინა ივანიშვილს შეიძლება ჰქონდეს რაიმე ინტერესი ამ საქმეში, რადგან ვიცნობ მას, ვიცი მისი მასშტაბი და შეხედულებები. დარწმუნებული ვარ, რომ მისი ინტერესი აქ არ არსებობს, თუმცა რამდენიც უნდა ვილაპარაკოთ, რომ გავლენიანი ჯგუფები ხშირად ბიძინა ივანიშვილის სახელს იყენებენ და ის არაფერ შუაშია, საქმე საქმეზე თუ მიდგა, ყველაფერს მას გადააბრალებენ. ამიტომაც ვამბობ, რომ დღეს გადამწყვეტი მომენტია, მან ან ახლა უნდა აჩვენოს, რომ არ არის ამ მანკიერების თანამონაწილე და ეს უნდა გააკეთოს მაქსიმალურად აგრესიული მეთოდებით, ან საბოლოოდ მოაწეროს ამ სიბინძურეზე ხელი“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილს უნდა ჩამოეყალიბებინა სისტემური ინსტიტუტი - დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც დაუნდობელ ბრძოლას გამოუცხადებს ამ ყველაფერს.

„ეს იქნება მისი პოლიტიკური ალიბი, რომ ეს არ ხდება მისი ხელდასხმით. მას აქვს შანსი იმისა, რომ პოლიტიკური ნება აჩვენოს არა მხოლოდ ქვეყანაში, არამედ ქვეყნის გარეთაც. მას ახლა პრობლემა მხოლოდ საქართველოში არა აქვს, მას პრობლემა აქვს იმ დასავლურ სამყაროსთან, რომლისკენაც მივდივართ. ჩვენი დასავლელი პარტნიორები ოქუაშვილის საქმის ამ უხეირო შეფუთვას ნამდვილად არ "ჭამენ". ბიძინა ივანიშვილი უნდა დაფიქრდეს იმაზეც, რა იქნება მაშინ, როდესაც ეს პოლიტიკური ძალა წავა ხელისუფლებიდან, ეს სისტემა ხომ ყველაფერს მას დააბრალებს. ყველა იმას იტყვის, ჩვენ პატარა კაცები ვიყავით და რასაც ვაკეთებდით, ბიძინა გვავალებდაო. ამიტომაც მის სასიცოცხლო ინტერესებშია აღკვეთოს ეს ყველაფერი დროულად“, - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.

ჟურნალისტი დაინტერესდა, ეჭვობს თუ არა ხუხაშვილი, რომ ის, ვინც გარკვეული საქმეების დალაგებაში "შავად" დაიხმარეს, შესაძლოა თუ არა, დღეს "ქართულ ოცნებას" აშანტაჟებდეს.

„დიახ, მურუსიძე, ფარცხალაძე და სხვები, რომლებიც, სავარაუდოდ, მართლაც ალაგებდნენ და ალაგებენ საქმეებს და ბევრი რამ იციან, არ არის გამორიცხული, თავს სწორედ შანტაჟით იცავდნენ. თუ მათ დაუპირისპირდებიან, კომპრომატებს, ალბათ, გამოააშკარავებენ, რაც დამაზიანებელი იქნება პოლიტიკური ელიტისთვის. თუ ეს დეგრადაციის პროცესი არ შეჩერდა, ამაზე გაცილებით მძიმე შედეგებით დაასრულებს "ქართული ოცნება", ამიტომაც ივანიშვილი უნდა წავიდეს ამ რისკზე“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

იხილეთ სტატია

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა