საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქალაქ თბილისში, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება - გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ერთ-ერთი კომპანიის დირექტორმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით დაამზადა და გაასაღა ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და სასაქონლო ზედნადებები 106 000 ლარის ღირებულების საქონლის ფიქტიურ მიწოდებაზე.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა