ირაკლი კობახიძე - ნიკა გვარამიას განცხადება არის ხელმოცარული და უნიათო ფაშისტის განცხადება

ნიკა გვარამიას განცხადება არის ხელმოცარული და უნიათო ფაშისტის განცხადება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კობახიძის თქმით, გვარამიას განცხადება უკავშირდება იმას, რომ წინასწარი კვლევების მიხედვით „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად იმარჯვებს.

„ვეხმაურები „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის და მისი კუთვნილი ტელევიზიის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებას, რომელიც მან რამდენიმე დღის წინ, თავის facebook გვერდზე განათავსა. ამ განცხადების შინაარსი ასეთი იყო - „ყველა, ვინც სალომე ზურაბიშვილს უჭერს მხარს ან აფინანსებს, უკიდურესად უნდა შევავიწროვოთ, დავიმახსოვროთ და გავაძევოთ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროდან. ეს ადამიანები სათანადოდ უნდა დაისაჯონ“. ეს ისტერიული განცხადება უკავშირდება კანდიდატების არსებულ რეიტინგებს, რომელთა მიხედვითაც სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად იგებს არჩევნებს, ხოლო ნიკა გვარამიას და მისი პარტიული კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე შეიძლება მეორე ადგილასაც ვერ გავიდეს. ეს არის შექმნილი მდგომარეობა. ეს განცხადება არის ხელმოცარული და უნიათო ფაშისტის განცხადება, რომელიც გასული 6 წლის მანძილზე არაერთგზის მწარედ დამარცხდა ქართული დემოკრატიის, ქართული საზოგადოების და სიმართლის წინაშე ბრძოლაში. ნიკა გვარამიას შეიძლება მართლა აქვს იმედი, რომ მის განცხადებებს ექნება გავლენა საზოგადოების პოზიციაზე, მაგრამ საპირისპიროს ადასტურებს ხალხის და ჩვენი საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლების ჩართულობა ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რამაზ საყვარელიძე - არცერთ კვლევაში პატარა პარტიებისკენ არ მიდის ხმები, რადგან ჯერ ისევ „ნაციონალების“ და მისი ვარიაციების მიღება-არმიღებაა მწვავე საკითხი
ქართული პრესის მიმოხილვა 05.08.2020
გიორგი ანთაძე - საქართველომ რეგიონში არსებული სამხედრო დისბალანსის გათვალისწინებით, თავისი თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესებისკენ უფრო ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას
მარტივი, უსაფრთხო და მოქნილი Apple Pay ციფრული საფულე პროკრედიტ ბანკის მომხმარებლებისთვის!
HR ბიზნეს სამიტი HR hub-ის ორგანიზებითა და PSP დაზღვევის მხარდაჭერით წარმატებით ჩატარდა
"მეამას" შენობა მსოფლიოში საუკეთესო სამუშაო სივრცედ დასახელდა