ქართველმა ჯარისკაცებმა ავღანეთში გამგზავრების წინ სწავლებები გერმანიის ნაცვლად შესაძლოა, საქართველოში გაიარონ

ქართველმა ჯარისკაცებმა ავღანეთში გამგზავრების წინ ე.წ. გადასროლის წინა სწავლებები გერმანიის ნაცვლად შესაძლოა, საქართველოში გაიარონ, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განაცხადა. მისი თქმით, შესაბამის მოლაპარაკებებს ქართული მხარე აშშ-სთან იწყებს.
„ნატო-საქართველოს ერთობლივი შეფასებისა და სწავლების ცენტრი ძალიან წარმატებულია. დღის წესრიგში დგება ფორმატების გაფართოების აუცილებლობა. ინტენსიურად ვიწყებთ მოლაპარაკებებს აშშ-სთან, რომ ე.წ. გადასროლის წინა სწავლებები ჩავატაროთ საქართველოში. დღეს ეს სწავლებები ტარდება ერთი თვით გერმანიაში. შესაბამისად, გაჩნდა დღის წესრიგში იმის აუცილებლობა, რომ ადეკვატური ინფრასტრუქტურა იყოს“, - განაცხადა იზორიამ.

























