დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი - თუ მარიხუანას კულტივაციის შესახებ კანონპროექტი განხილვაში დაბრუნდება, საპატრიარქოს ამაზე მკაცრი რეაგირება ექნება

2 თვის შემდეგ თუ მარიხუანას კულტივაციის შესახებ კანონპროექტი განხილვაში დაბრუნდება, საპატრიარქოს მხრიდან ამაზე მკაცრი რეაგირება იქნება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განუცხადა.

მისივე თქმით, მარიხუანას კულტივაციასთან დაკავშირებით საკითხის განხილვას საპატრიარქო გაემიჯნა და ამ თემაზე სამსჯელო მათ არაფერი აქვთ.

„ნამდვილად ძალიან ძნელია, ვიმსჯელო, ხელისუფლება რას ფიქრობს ამ საკითხზე. ყოველ შემთხვევაში, საპატრიარქომ ცალსახად და უპირობოდ განაცხადა, რომ ამ განხილვებში მონაწილეობას არ მივიღებთ და არაფერი სასაუბრო ამ საკითხზე არ გვაქვს. როგორც ადრე განვაცხადეთ, დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით ჩვენ ვთანამშრომლობთ და მომავალშიც ვითანამშრომლებთ. რაც შეეხება კულტივაციას, ეს თემა ჩვენთვის დახურულია. წინასწარ რაიმეს თქმა ძნელია, როცა აუცილებლობა დადგება, ვიტყვით, როგორ ვიმოქმედებთ“, – განაცხადა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა.

მამა მიქაელმა ამ საკითხთან დაკავშირებით ასევე აღნიშნა, რომ მარიხუანას კიულტივაციის საკითხს საქართველოში მოქმედი ყველა რელიგიურო ორგანიზაცია ეწინააღმდეგება.

პარლამენტში მარიხუანის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის განხილვა 2 თვით შეაჩერეს.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს