გედევან ფოფხაძე - მოწინააღმდეგეთა  რაოდენობა საკმაოდ დიდია და მგონია, რომ კანაფის მოყვანა-კულტივაციის პროექტს პარლამენტი მხარს არ დაუჭერს

საქართველოში კანაფის მოყვანა-კულტივაციის იდეას პარლამენტში რეალური მხარდაჭერა არ აქვს - მგონია, რომ მთავრობის მიერ ინიცირებულ პროექტს პარლამენტი მხარს არ დაუჭერს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ განუცხადა.

„რაოდენობრივად ვერ დავაკონკრეტებ, რამდენი დეპუტატი შეიძლება უჭერდეს მხარს და რამდენი შეიძლება იყოს წინააღმდეგი. ჩემი ინფორმაციით, მოწინააღმდეგეთა რაოდენობა საკმაოდ დიდია. მგონია, რომ ეს იდეა მისაღები არ არის. შესაბამისად, კანონპროექტის ამ ფორმით განხილვა არაფრის მომტანი არ უნდა იყოს, რადგან მას პარლამენტის მხარდაჭერა არ ექნება. იმ შემთხვევაში თუ რაიმე ახალი არგუმენტები გამოჩნდება, რომლითაც ბოლომდე დასაბუთდება იდეა და კითხვებს ამომწურავად გაეცემა პასუხი, შესაძლებელია პროექტის განხილვა მომავალში დაიწყოს“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ გედევან ფოფხაძემ.

ცნობისთვის, კანაფის კონტროლის შესახებ კანონპროექტის და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებების განხილვა პარლამენტმა ორი თვით გადაავადა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად