თამარ ჩუგოშვილი - ევროსაბჭო ე.წ.  ნაცრისფერ ზონებზე მონიტორინგის დაშვებას ითხოვს

„ევროსაბჭოს ტერიტორიაზე არის ქვეყნები, სადაც არ ხორციელდება მონიტორინგი და ევროსაბჭო ვერ ახდენს ზედამხედველობას ამ ტერიტორიებზე არსებულ ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე,“ - ამის შესახებ სტრასბურგში ვიზიტით მყოფმა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს შემთხვევაში ეს არის ოკუპირებული ტერიტორიები აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში, სადაც არ არსებობს არც ევროსაბჭოს მომხსენებლებისა და არც ადამიანის უფლებათა კომისრის დაშვება.

როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, მონიტორინგის კომიტეტზე შეხვედრა გაიმართა ადამიანის უფლებათა დაცვის კომისართან. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობას.

„ისინი მაქსიმალურად ცდილობენ, რომ დაშვება მოიპოვონ ამ ტერიტორიებზე და გაეცნონ ადგილზე ვითარებას, თუ რა პრობლემები აქვს ადგილობრივ მოსახლეობას და რა მდგომარეობაა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. პოლიტიკურად ეს ძალიან რთულია. რუსეთი მათ არ აძლევს შესაძლებლობას, რომ რეალურად ამ ტერიტორიებზე სრული მონიტორინგი განახორციელონ. დღეს გაიმართება სხდომა და მე ვფიქრობ, რომ ევროსაბჭო მხარს დაუჭერს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც კიდევ ერთხელ გაკეთდება აქცენტი და შემუშავდება რეკომენდაციები სხვადასხვა უწყებების მიმართ, რათა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში ევროსაბჭოს ჰქონდეს სრული დაშვება და მათ შეძლონ მუშაობა ამ რეგიონებში“,-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა