ნატო ჩხეიძე -  ჩხარტიშვილი არის შიკრიკი, რომელმაც ამბავი უნდა მიიტანოს და წამოიღოს

ჩხარტიშვილი არის შიკრიკი, რომელმაც ამბავი უნდა მიიტანოს და წამოიღოს, - ამის შესახებ „იბერიას“ დამფუძნებელმა, ნატო ჩხეიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. მისი თქმით, ჩხარტიშვილს დღევანდელ განცხადებაში აღელვება ეტყობოდა, ვინაიდან ის რუსეთში ფარულ შეხვედრებს მართავდა.

როგორც ჩხეიძემ განაცხადა, ბოლოს გავრცელებულ ჩანაწერში არანაირი მონტაჟი არ არის და მისი გადამოწმება ნებისმიერ ექსპერტიზაზე შეიძლება. ჩხეიძე მისი და „პატრიოტთა ალიანსის“ რუსეთში ვიზიტებსაც იხსენებს და აღნიშნავს, რომ ეს იყო ღია შეხვედრები, რომელსაც პოლიტიკოსები მართავდნენ და არა ფარული შეხვედრები, რომელსაც არაპოლიტიკოსები ესწრებოდნენ.

„ის საუბარი, რაც ბოლო ჩანაწერში ისმის, ერთი ამოსუნთქვით არის, ანუ ის არ არის დამონტაჟებული და ამის შემოწმება ყველანაირი საშუალებით შეიძლება. იქ ჩანს, რომ ადამიანს ძალიან ეამაყება და ეტრაბახება თავისი საქციელი. იმ ვითარებაში, რა ვითარებაშიც ყვება, არაფერი აიძულებს, თუ არა თავისი სიამაყე, თუ როგორი საქმე ჩაიდინა. როდესაც საუბრობს, რომ პუტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს შეხვდა, მას ძალიან მოსწონს თავი, ანუ ადამიანი, რომელიც ოფიციალურად ბიზნესმენია და არანაირი შეხება არ აქვს ოფიციალურ საკითხებთან და პოლიტიკასთან, ასეთ საქმეებშია ჩართული და ამას საუბრობს.

ზუსტი და სწორი ჩხარტიშვილის ნათქვამიდან არის ის, რომ ინტერესით ელოდება. რა თქმა უნდა ის ინტერესით ელოდება, ვერ ვიტყვი რომ პოპკორნს მიირთმევს, საკმაოდ აღელვებული მეჩვენება. საკმაოდ მძიმეა, როდესაც პუტინის ადმინისტრაციასთან რაღაც ამბები მიაქვს და მოაქვს. ჩხარტიშვილი არის შიკრიკი, რომელმაც ამბავი უნდა მიიტანოს და წამოიღოს. მე ვყოფილვარ რუსეთში შეხვედრებზე, ეს იყო ღია შეხვედრები და კამერების წინაშე იცოდნენ, თუ რას ვსაუბრობდით“, - აღნიშნა ნატო ჩხეიძემ.

იხილეთ ვიდეო: "მეც დავდიოდი შეხვედრებზე და ეს იყო სრულიად ახდილი შეხვედრები, საუბარი იყო სად მივდიოდით, ვისთან მივდიოდი" - ნატო ჩხეიძე

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა