ადვოკატები ვანო მერაბიშვილის მკურნალობის პროცესში უცხოელი ექიმების ჩართვას ითხოვენ

შს ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ადვოკატის ინფორმაციით, "მედიქლაბ ჯორჯიაში" შეკრებილმა სამედიცინო კონსილიუმმაც ვერ დაადგინა, რა მიზეზით განუვითარდა მას ჰორნერის სინდრომი. ადვოკატის ინფორმაციით, კონსილიუმის დასკვნაში პირდაპირ წერია, რომ სინდრომის გამომწვევი მიზეზი დაუდგენელია. ამასთან, ადვოკატი ამბობს, რომ დღეის მდგომარეობით, მერაბიშვილს არავითარი მკურნალობა არ უტარდება.

"დაგვიანებით, მაგრამ გადმოგვეცა „მედიქლაბში“ ჩატარებული კონსილიუმის დასკვნა, სადაც სამწუხაროდ, ვკითხულობთ, რომ ივანე მერაბიშვილს დაუდგინდა იდიოპათიური ჰორნერის სინდრომი, რაც პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ დაუდგენელია ამ სინდრომის გამომწვევი მიზეზი. ამ კონკრეტულ მოცემულობაში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ივანე მერაბიშვილის მიმართ არანაირი მკურნალობა არ მიმდინარეობს, არ არის დადგენილი, რისგანაა გამოწვეული ჰორნერის სინდრომი, რომელიც მთელი ცხოვრება შეიძლება ჰქონდეს ფიზიკური დაზიანების თვალსაზრისით სახეზე გამოხატული. სასჯელაღსრულების დაწესებულება ვალდებული იყო ემკურნალა ვანო მერაბიშვილისთვის და თუ ის ამას ვერ ახერხებს, ასეთ შემთხვევაში ვითხოვთ, რომ ჩვენ მოგვეცეს შესაძლებლობა, ჩამოვიყვანოთ უცხოელი ექიმები და მოხდეს მისი კონსულტირება ამ ადამიანების მიერ", - განაცხადა მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა.

მისივე თქმით, ცინიკური დამოკიდებულებაა იუსტიციის მინისტრის განცხადება, როდესაც ამბობს, რომ "ექიმების მიმართ კორექტულები უნდა ვიყოთ“.

"ცინიკურია დამოკიდებულება ქალბატონი იუსტიციის მინისტრის, როდესაც ამბობს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ კორექტულები და პატივი უნდა ვცეთ ექიმების კვალიფიციურ დასკვნას. ჩვენ პატივს ვცემთ ექიმებს, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ პროცესში, მაგრამ ვერანაირად ვერ გავიზიარებთ იმ მოსაზრებას, რომ იდიოპათიური ჰორნერის სინდრომი, ანუ ის, რომ არაფერი არ დადგინდა, მივიღოთ მოცემულობად და არაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ მერაბიშვილს ვუმკურნალოთ", - აღნიშნა ჩივიაშვილმა.

მერაბიშვილის ადვოკატის თქმით, მათ აქვთ კომუნიკაცია უცხოელ სპეციალისტებთან და უახლოეს პერიოდში აპირებენ მათ ჩამოყვანას საქართველოში, რათა მერაბიშვილს დიაგნოზი დაესვას.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს