დავით ზალკალიანმა არასამთავრობო და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლებს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკა წარუდგინა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა არასამთავრობო და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა, რომელთაც გააცნო დოკუმენტი - ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკა (ROADMAP2EU), - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრა საგარეო უწყების ლევან მიქელაძის სახელობის სასწავლო-კვლევით ინსტიტუტში გაიმართა. მისი შეფასებისას, მინისტრმა ხაზი გაუსვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ექსპერტულ საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას.

„ამ მიმართულებით ჩვენი თანამშრომლობა არის სამაგალითო. ეს არის ის შეფასება, რომელსაც ვისმენთ ყველა საერთაშორისო პარტნიორის მხრიდან. დღევანდელი შეხვედრაც ემსახურებოდა იმას, რომ ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და ექსპერტების გავაცნოთ ის პროცესები, რომლებიც მიმდინარეობს ევროპული ინტეგრაციის კუთხით“, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველოს აქვს ამბიციური მიზანი, გადადგას მეტი ნაბიჯი ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების მიღმა და სწორედ ამას ითვალისწინებს მთავრობის ახალი ინიციატივა საგზაო რუკის სახით.

ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხზე საუბრისას დავით ზალკალიანმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან დიალოგის ახალ - უმაღლეს ფორმატზე, რომლის პირველი შეხვედრაც, ევროკომისიის პრეზიდენტისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის თავმჯდომარეობით ნოემბერში გაიმართება. მინისტრის შეფასებით, ეს გახლავთ უპრეცედენტო ხასიათის ფორმატი, რომლის მსგავსიც არცერთ სხვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყანას არ აქვს.

„მეტი ინტეგრაცია ახალი შესაძლებლობებისთვის“ ასეთია იმ კონცეპტუალური დოკუმენტის სლოგანი, რომელიც დღეს წარედგინა საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და უწყების მკვლევარებს. დოკუმენტი წარმოადგენს საქართველოს მთავრობის ინიციატივას და ემსახურება ევროკავშირთან თანამშრომლობის ყველა არსებული მექანიზმისა და რეფორმების კონსოლიდაციას. საგზაო რუკის იმპლემენტაცია ხელს შეუწყობს ასოცირების შეთანხმების მიღმა არსებული ინტეგრაციის შესაძლებლობების გამოვლენასა და სათანადოდ გამოყენებას. დოკუმენტის მნიშვნელოვანი კომპონენტებია, გამჭირვალობა-თანმიმდევრულობა-პროგნოზირებადობა .

საგზაო რუკა ასევე უზრუნველყოფს ევროკავშირის საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას, საკანონმდებლო და ინსტიტუციურ დაახლოვებას, ევროპის სააგენტოებთან და პროგრამებთან მეტ ჩართულობას. დოკუმენტი უზრუნველყოფს მეტი პრაქტიკული ელემენტების წარმოჩენას და დანერგვას ევროინტეგრაციის გზაზე. შეხვედრის მონაწილეებმა არასამთავრობო და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროს დოკუმენტის ირგვლივ ორგანიზებული ღონისძიებისთვის, რომელიც უზრუნველყოფს მათ მეტ ჩართულობას და გამოთქვეს მზადყოფნა, აღნიშნულ საკითხზე მომავალშიც გააგრძელონ აქტიური თანამშრომლობა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა