ბესარიონ აპლია - ჩვენ, აფხაზები კირილზე ვსაუბრობთ როგორც დიდ ბატონზე, მამასა და ქართული აგრესიისგან დამცევლზე

ე.წ. აფხაზეთის ეკლესიის „მეთაური“ ბესარიონ აპლია მსოფლიო პატრიარქის გადაწყვეტილებას უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ უგუნურ და ამერიკელებისა და ევროპელების მიერ ინსპირირებულს უწოდებს. ამის შესახებ მან „რია ნოვოსტის“ განუცხადა.

„მართლადიდებელი ეკლესია ერთია და წესები, რომლებიც მართლმადიდებელ სამყაროში არსებობს, ყველასთვისაა განკუთვნილი. ვინც ისინი ანათემას გადასცა, მათვე უნდა გადაწყვიტონ აპატიონ თუ არა. პატიებისთვის კი საჭიროა მონანიება. სინანულის წერილი არ არის. როგორ შეეძლო მათთვის ანათემის მოხსნა ბართლომეოსს, რომელსაც მათთან არავითარი კავშირი არ აქვს? სწორედ ეს არის რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიაზე შეჭრა. სახეზეა კანონიკური ნორმებისა და სამოციქული დადგენილებების დარღვევა. კონსტანტინოპოლმა საკუთარ თავზე აიღო ასეთი უგუნური მიდგომა მართლმადიდებლური საკითხის გადასაწყვეტად“, - აღნიშნა ბესარიონ აპლიამ.

მისი თქმით, თუკი საეკლესიო ვითარებაში რამე საკითხი წამოიჭრება, ეს კანონიკურმა ადამიანებმა უნდა გადაჭრან, რომლებიც უკრაინის ეკლესიაში არიან. „რუსეთი ხომ არ ართმევს უკრაინას ავტონომიას?! ამ კონფქლიქტში აფხაზეთი მოსკოვს და პატრიარქ კირილს უჭერს მხარს. ჩვენ, აფხაზები კირილზე ვსაუბრობთ, როგორც დიდ ბატონზე, მამასა და ქართული აგრესიისგან დამცველზე. ქართულ აგრესიას თან სდევდა სწორედ ასეთი უხეში დარღვევები. ჩვენ არ შეგვიძლია განათლება ქართულ ენაზე. ჩვენ ვიცავთ მართლმადიდებლობის სიმართლეს, სიმართლე კი - რუსეთის მხარესაა“, - აცხადებს ე.წ. ეკლესიის მეთაური.

იხილეთ ვიდეო: ბესარიონ აპლია - ჩვენ, აფხაზები კირილზე ვსაუბრობთ როგორც დიდ ბატონზე, მამასა და ქართული აგრესიისგან დამცევლზე

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა