ფრანკფურტში დავით ევგენიძისა და მანანა ბერიკაშვილის ერთობლივი პროექტის - „ეგზერსისის“ პრემიერა შედგა

ფრანკფურტში დავით ევგენიძისა და მანანა ბერიკაშვილის ერთობლივი პროექტის - „ეგზერსისის“ პრემიერა შედგა

ფრანკფურტში,„Mousonturm“-ში „ეგზერსისი“ პრემიერა შედგა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის ფარგლებში, ფრანკფურტში, წამყვან თეატრალურ სივრცეებს, კვლავ ქართული თეატრალური დასები იპყრობენ.

12 ოქტომბერს, „Mousonturm“-ში, მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობების მონაწილეობით, მუსიკოს დავით ევგენიძისა და რეჟისორ მანანა ბერიკაშვილის ერთობლივი პროექტის - „ეგზერსისის“ პრემიერა შედგა.

სამინისტროს ინფორმაციით, სპექტაკლი-პერფორმანსი წარმოადგენს დავით ევგენიძის პოეტურ და მუსიკალურ ნაწარმოებებზე აგებულ წარმოდგენას, სადაც სიცოცხლე, დაბადებიდან გარდაცვალებამდე სიტყვის, მუსიკის, ბგერის, ფერისა და პლასტიკის ენაზეა გადმოცემულია.

სპექტაკლიში: არჩილ სოლოღაშვილი, ნიკა ნანიტაშვილი, გივი ქარსელაძე, ბუბა გოგორიშვილი, ეკა კახიანი, ანა ზამბახიძე, ანა წერეთელი, ანა ქურთუბაძე მონაწილეობდნენ, ბენდს კი დავით ევგენიძე ხელმძღვანელობდა.