ალტერ ოპერაში ქართველი მუსიკოსების კონცერტი გაიმართა

ალტერ ოპერაში ქართველი მუსიკოსების კონცერტი გაიმართა

ქართველი მუსიკოსების მონაწილეობით, ფრანკფურტის ალტერ ოპერის დიდ სცენაზე კონცერტი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების, კულტურის, სპორტის და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სრულ შემადგენლობასთან ერთად, პირველად შესრულდა ალტერ ოპერაში გია ყანჩელის შედევრი - STYX. ასევე, ჰამბურგის Elbphilharmonie- ში, 2 აპრილს გამართული წარმატებული პრემიერის შემდეგ, სწორედ, ალტერ ოპერამ უმასპინძლა ნიკოლოზ რაჭველის „ვერცხლისფერ მზეს“.

კონცერტი 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყნის კულტურული პროგრამის ფარგლებში გაიმართა და მასში მონაწილეობდნენ: ნიკოლოზ რაჭველი, გიორგი ცაგარელი, ზვიად ბოლქვაძე, გორის ქალთა კამერული გუნდი.