ლონდონში ქართველი მხატვრის ლევან ლაღიძის ნამუშევრების გამოფენა გაიმართება

19 ნოემბერს, ლონდონში, ქართველი მხატვრის ლევან ლაღიძის გამოფენა - „ბახის გაკვეთილები“ გაიხსნება. ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოფენა 8 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

„ლევან ლაღიძე საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი მხატვარია, რომლის ნამუშევრებიც დაცულია ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე არსებულ მუზეუმებში და ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში; მათ შორის სახელმწიფო ტრეტიაკოვის გალერეასა, მოსკოვში, და თბილისის ეროვნულ გალერეაში. ამა წლის შემოდგომაზე კი ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმმა, თბილისში, ახალი შენობა გახსნა, სადაც მხატვრის შემოქმედებას ერთ-ერთი მთავარი ჰოლი დაეთმო.

ლევან ლაღიძე, ცნობილია მისი სტრუქტურირებული და მრავალი ფენისგან შემდგარი აბსტრაქტული ნამუშევრებით, ხელოვნების მიმართ ფილოსოფიური მიდგომითა და თავისი შეუდრეკელი მხარდაჭერით ქართული მხატვრობისა და მხატვრების მიმართ. ის დიდად მოთხოვნადი ხელოვანია მხატვრობის საერთაშორისო ასპარეზზე და მისი ნამუშევრები, ახლო წარსულში, დიდ თანხად გაიყიდა ნიუ-იურკის აუქციონზე; ცნობილია რა თავისი მორიდებულობით საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოხვედრის მიმართ, ლევან ლაღიძე უპირატესობას ანიჭებს თბილისში, მისსავე გალერეაში თავისი ნამუშევრების კერძო გამოფენების მოწყობას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

„გამოფენის სათაური ასახავს ნამუშევრების „კადენციას, სადაც პატარა სამყაროების აურაცხელი რაოდენობა ერთმანეთს ერწყმის ერთ მდიდარ ქრომატული ნოტების სიმფონიაში. ამ რითმის მეშვეობით ლევან ლაღიძე სამყაროს შეცნობას ფერით ცდილობს ისევე, როგორც ამას ბახი აკეთებდა ბგერის საშუალებით“, - ამბობს გამოფენის კურატორი ქათრინ ლევინი.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია