ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, დღეს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში, აქცია – „ვეტერანები ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად“ გაიმართება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან აცნობეს, სისხლის გადასხმის სადგურის ექიმები, დონორობის მსურველ უწყების თანამშრომლებს და ვეტერანებს, სისხლს 10:00 საათიდან აუღებენ.
სამსახურის განცხადებით, სისხლის დონორი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ჯანმრთელი ადამიანი, 18-დან 60 წლამდე, თუ წონა – 50-კგ და მეტია; არ აქვს გადატანილი ვირუსული ჰეპატიტები B და C, სიფილისი, ტუბერკულოზი; არ არის ინფიცირებული აივ ინფექციით; არ აქვს სისხლის ან ონკოლოგიური დაავადებები; არ არის ნარკოტიკების მომხმარებელი.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური მიმართავს ვეტერანებს, პატარებისთვის სისხლის გაღების მიზნით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში, 16 ოქტომბერს, 10:00 საათიდან მივიდნენ.