ჯეიმს მატისი - აშშ სამხრეთ ჩინეთის ზღვის მილიტარიზაციით შეშფოთებულია

აშშ შეშფოთებულია ჩინეთის მხრიდან სამხრეთ ჩინეთის ზღვის მილიტარიზაციით, - ამის შესახებ აშშ-ს თავდაცვის მდივანმა ჯეიმს მატისმა განაცხადა.

„ჩვენ ძალიან შეშფოთებულნი ვართ სამხრეთ ჩინეთის ზღვის მილიტარიზაციით. როგორც აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა გასულ კვირას ბრძანა, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ჩინეთთან ურთიერთობები წარიმართება სამართლიანობის, სუვერენიტეტის პატივისცემის საფუძველზე, რაც საერთაშორისო ნორმების დაცვასა და ყველა ქვეყნის დამოუკიდებლობის პატივისცემას გულისხმობს“, - განაცხადა აშშ-ს თავდაცვის მდივანმა.

ჯეიმს მატისმა ასევე აღნიშნა, რომ ჩინეთი და აშშ ორი მნიშვნელოვანი ძალაა და საჭიროა ეფექტური ურთიერთქმედების გზების გამონახვა.

„ჩვენ ორი მნიშვნელოვანი, ორი ეკონომიკური ძალა ვართ. მოვა დრო, როდესაც ერთმანეთის კვალდაკვალ ვიქნებით და ამიტომაც საჭიროა ჩვენს ურთიერთობებში ეფექტური ურთიერთქმედების გზების გამონახვა. კონტაქტებს სამხედრო სფეროში მასტაბილირებელი ძალა უნდა ჰქონდეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში“, - აღნიშნა მან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა