მირზა სუბელიანთან დაკავშირებულ ჩანაწერებზე პარლამენტში, შესაძლოა, სპეციალური მოსმენა გაიმართოს

ბრალდებულ მირზა სუბელიანთან დაკავშირებულ ჩანაწერებზე პარლამენტში, შესაძლოა, სპეციალური მოსმენა გაიმართოს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას ინფორმაციით, მოსმენა მას შემდეგ გაიმართება, რაც გამოძიება იქნება მზად ყველა კითხვას პასუხი გასცეს. დეპუტატის ცნობით, ეს იყო საუბრის ერთ-ერთი თემა მთავარ პორკურორთან გუშინდელ შეხვედრაზე.

„პარლამენტმა უნდა მიიღოს ინფორმაცია. საქმე მათ შორის პარლამენტის წევრს ეხება, რომელიც არის საუბრის მონაწილე. დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე ადასტურებს, რომ ის იყო შეხვედრის დროს. პარლამენტმა უნდა მოისმინოს ინფორმაცია მას შემდეგ, რაც გამოძიება იქნება მზად, რომ გარკვეული სურათი, შეფასება და დასკვნა შემოგვთავაზოს თუ რა დაადგინა მან. პარლამენტმა ეს ინფორმაცია უნდა მიიღოს პროკურატურის, იუსტიიცის სამინისტროს მხრიდან. ყველას ინტერესშია გამოძიება იყოს ობიექტური და ყველა კითხვას გაეცეს პასუხი. როცა ადამიანი შანტაჟის ენით საუბრობს, ნებისმიერი პასუხისმგებლობით მატარებელი პირი, თავს ვალდებულადაც თვლის, რომ ყველაფერი გახდეს ღია და გამჭირვალე. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ კითხვები არ დარჩეს უპასუხოდ და ყველაფერი გაირკვეს, არავინ არავის ხელს არ დააფარებს.“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

აღსანიშნავია, რომ იურიდიულ საკითხა კომისიის სხდომა სუბელიანთან დაკავშირებულ ჩანაწერებზე დებატებით დაიწყო. საპარლამენტო ოპოზიციამ კიდევ ერთხელ მოითხოვა მთავარი პროკურორისა და შს მინისტრის პარლამენტში მისვლა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა