ეკა ბესელია სუბელიანის „ნაცმოძრაობასთან“ შესაძლო გარიგებაზე - თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩანაწერები „რუსთავი 2-ის“ ეთერში ჩნდება, ვისმენთ ნიკა გვარამიას ბოდვას, კითხვებს იწვევს

ვერაფერს ვერ გამოვრიცხავთ - თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩანაწერები „რუსთავი 2-ის“ ეთერში ჩნდება, ვისმენთ ნიკა გვარამიას ბოდვას, ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება, რასაც პასუხის გაცემა სჭირდება, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ეკა ბესელიამ კითხვას, რამდენად უშვებს მმართველი გუნდი, რომ ბრალდებული მირზა სუბელიანი შესაძლოა გარიგებული იყოს „ნაციონულ მოძრაობასთან“, რაზეც მინიშნებები ბიუროს გუშინდელ სხდომაზე გაკეთდა.

როგორც ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მირზა სუბელიანს პირადად საერთოდ არ იცნობს და ეკრანის გარდა არსად არ უნახავს.

მისივე თქმით, გაუგებარია რა კონტექსტში და რატომ ახსენა სუბელიანმა მისი სახელი, რაც გავრცელებულ ჩანაწერში ისმის.

„უნდა გაირკვეს ყველაფერი. რასაც მირზა სუბელიანი ამბობს, კითხვას იწვევს, - ეს ყველაფერი ახლა არჩევნების წინ რატომ ხდება და ვის ინტერესებში შედის. არჩევნების წინა დღეებში მსგავსი მეთოდები გვახსოვს და ცუდ ასოციაციას იწვევს. ვინმეს, რომ არ დარჩეს განცდა, რომ ჩვენ ხელს ვაფარებთ, ყველაფერი უნდა გაირკვეს“, - განაცხადა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა