ზაზა სარალიძის ადვოკატი - ჩანაწერების თანახმად, სუბელიანსა და სახელმწიფოს შორის გარიგება შედგა - ჩვენ მზადება დავიწყეთ, რათა ევროპულ სასამართლოს მივმართოთ

ჩვენ უკვე მზადება გვაქვს დაწყებული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის შესაბამისი აპლიკაციის გასაგზავნად, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამის ზაზა სარალიძის ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე ისაუბრა.

„ჩვენ ვიბრძოლებთ იქამდე, ვიდრე სიმართლე არ დადგინდება. ამასთანავე, ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს მზადება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის შესაბამისი აპლიკაციის გასაგზავნად“, - განაცხადა ნესტან ლონდარიძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული ჩანაწერებით დასტურდება, რომ მირზა სუბელიანსა და სახელმწიფოს შორის გარიგება შედგა. მისივე თქმით, ცდილობენ, რომ ზაზა სარალიძის პროტესტს პოლიტიკური სარჩული დაუდონ.

„ვფიქრობ, სახელმწიფო ვალდებულია სათანადო რეაგირება მოახდინოს იმ საქმეზე, რომელმაც სახელმწიფოებრიობას შეუქმნა საფრთხე და სამართლებრივი სახელმწიფო კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. უნდა ხდებოდეს ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა. დღეს ხდება პირიქით, ცდილობენ ზაზა სარალიძის პროტესტს პოლიტიკური სარჩული დაუდონ“, - განაცხადა ლონდარიძემ.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ სავარაუდოდ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული მირზა სუბელიანის ფარულ აუდიო ჩანაწერს ავრცელებს.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ჩანაწერი გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გაკეთებული და მასთან ერთად „ქართული ოცნების“ დეპუტატი მესტიიდან, ვიქტორ ჯაფარიძე და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი დათო ცუხიშვილი იმყოფება.

„რუსთავი 2“-ის ინფორმაცით, ჩანაწერების მიხედვით სავარაუდოდ მირზა სუბელიანი საუბრობს, რომ ის საკუთარი ნებით ჩაჯდა ციხეში და გაურიგდა ხელისუფლებას, მაგრამ სუბელიანი უკმაყოფილებას გამოთქვამს მმართველი გუნდის დამოკიდებულებით და ამბობს, რომ ხელისუფლება ჯეროვნად ვერ აფასებს მის ერთგულებას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა