მირზა სუბელიანი  - მტკიცებულებების გაყალბებაზე მიდიან, კალანდიას გაწირვა და დაჭერა უნდათ, ამ ბავშვის გაწირვა როგორ დავუშვა?

საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერში, სადაც სავარაუდოდ, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი და პარლამენტის დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე საუბრობენ, სუბელიანი ამბობს, რომ გამოძიებას ხორავას ქუჩის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის, მიხეილ კალანდიას გაწირვა უნდა.

ამავე ჩანაწერში სუბელიანი აღნიშნავს, რომ „იმ დონეზე არიან, რომ მტკიცებულებების გაყალბებაზე მიდიან, ყველაფერს ანგრევენ“.

„ბოლომდე მწირავენ, ვერ ხედავ, უკვე ყველაფერზე მიდიან... ბავშვზე...კალანდიაზე უნდათ გასვლა... ამ ბავშვის გაწირვა და დაჭერა უნდათ, ატყობ რეებს აკეთებენ?! იმ დონეზე არიან, რომ მტკიცებულებების გაყალბებაზე მიდიან, ყველაფერს ანგრევენ. ამ ბავშვის გაწირვა როგორ დავუშვა? ყველაფერი გავაკეთე და რა მივიღე? დანგრეული არ მაქვს ცხოვრება? მისთვის უკვე რა აზრი, აქვს სად იქნება... დაჭერა უნდათ, დაიჭირონ, მარა სწორი იქნება? ცხოვრება აღარ აქვთ, რა დღეში არიან ჩემები „პროსტა“, შენ ხომ იცი... ამ ბავშვს პატრონი აღარ ჰყავს... არც ჩემებს ჰყავს და არც არავის...“, - აცხადებს სუბელიანი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა