გიორგი მარგველაშვილი - კონსტიტუციისთვის ხელი რომ არ მომეწერა, ეს ქართული სახელმწიფოსთვის  სერიოზული საფრთხე იქნებოდა

მე რომ კონსტიტუციისთვის ხელი არ მომეწერა, ეს იქნებოდა სერიოზული საფრთხე ქართული სახელმწიფოსთვის, - ასე პასუხობს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, თუ რატომ მოაწერა მან ხელი ახალ კონსტიტუციას, მაშინ როცა ის საკონსტიტუციო ცვლილებებს 1 წლის განმავლობაში ეწინააღმდეგებოდა. მარგველაშვილის თქმით, მან ამ ნაბიჯით საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი უკან გადადო და სახელმწიფო ინტერესები დაიცვა. მისივე შეფასებით, დღეს ქართველი პოლიტიკოსები და პოლიტოლოგები სახელმწიფო ინტერესების დაცვის საჭიროებას პოლიტიკური ინტერესებისგან ვერ ანსხვავებენ.

„ხშირად არც ქართველო პოლიტიკოსები და არც ქართველი პოლიტოლოგები ვერ ანსხვავებენ სახელმწიფო ინტერესების დაცვის საჭიროებას პოლიტიკური ინტერესებისგან. მე რომ კონსტიტუციისთვის ხელი არ მომეწერა, ეს იქნებოდა სერიოზული საფრთხე ქართული სახელმწიფოსთვის. ფაქტობრივად, ეს ძალიან ცოტა ადამიანმა გაიგო კი არა, ცოტა მაინც შეეცადა, რომ გაეგო. როდესაც ჩემს პოლიტიკურ დღის წესრიგს უკანა პლანზე ვდებ და ვამბობ, რომ კი, ერთი წელი მე ამის წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ ხელს მოვაწერ, ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ძალიან ცოტა ადამიანმა გაიგო რაზე მქონდა საუბარი. როდესაც ქართულ სახელმწიფოში პოლიტოლოგები მაინც გაიგებენ ამას, წინ გადავდგამთ ნაბიჯს ჩვენი სახელმწიფოს განმტკიცების თვალსაზრისით. მე სახელმწიფო ინტერესებს ვიცავდი ამ კომპრომისებით“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა