ეკა ბესელია სანდრო გირგვლიანის და ხორავას ქუჩაზე მომხდარი საქმეების შედარებას ცინიზმს უწოდებს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია გირგვლიანის და ხორავას ქუჩაზე მომხდარი საქმეების შედარებას ცინიზმს უწოდებს.

ბესელია გამოეხმაურა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ „ზაზა სარალიძე ირინა ენუქიძის მსგავსად ჩვენი შვილების სიცოცხლეს იცავს".

„ეს არის ცინიზმი, რადგან გირგვლიანი მოკლა პოლიტიკურმა სისტემამ. ის იყო სისტემის მსხვერპლი. გირგვლიანის საქმე სტრასბურგის სასამართლომ შეაფასა როგორც სისტემური დანაშაული. ეს ტრაგედია კი მოხდა ბავშვებში და ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენელი ამ დანაშაულში არ მონაწილეობდა. ჩვენ ყველა ვართ დაინტერესებული, რომ სასამართლომ დაადგინოს მართლმსაჯულება ამ საკითხზე", - განაცხადა ბესელიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა