ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში  აქცია: „გაიღე სისხლი -  დაეხმარე პატარებს“ გაიმართა

„ვეტერანები მძიმე სენით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად“ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში, აქცია: „გაიღე სისხლი - დაეხმარე პატარებს“ გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან აცნობეს, აქცია ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ჩატარდა.

ნაციონალური სისხლის ბანკის ექიმებმა, დონორობის მსურველ უწყების თანამშრომლებს და ვეტერანებს სისხლი აუღეს, რომელიც მძიმე სენით დაავადებულ ბავშვებს მოხმარდება.

"სისხლის ჩაბარების აქცია წარმატებით დასრულდა. თითოეული ვეტერანის მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესში. მადლობა ყველას, ვეტერანებსა და სამსახურის თანამშრომლებს, რომლებმაც სიამოვნებით მიიღეს მონაწილეობა ამ აქციაში და მათაც ვისაც სურვილი ჰქონდათ, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ მიეცათ სისხლის გაღების საშუალება," - აღნიშნა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა, სულხან აბესაძემ.

ნაციონალური სისხლის ბანკის მენეჯერის, ქეთევან ოთარაშვილის ერთი ადამიანის მიერ გაღებული სისხლი 3 ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის ტოლფასია.

"მინდა მადლობა ვუთხრა თითოეულ ვეტერანს აქციაში მონაწილეობის მიღებისათვის. მათ ძალიან კეთილი საქმე გააკეთეს. ერთი ადამიანის მიერ გაღებული სისხლი 3 ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის ტოლფასია.

აქვე ვისარგებლებ და მივულოცავ ვეტერანის დღეს ჩვენს ვეტერანებს, ვუსურვებ დღეგრძელობას და ჯანმრთელობას," - განაცხადა ნაციონალური სისხლის ბანკის მენეჯერმა, ქეთევან ოთარაშვილმა.

ვეტერანის დღე 2014 წლის 17 ოქტომბერს დაარსდა და წელს მეოთხედ აღინიშნება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა