ანონსი  17 ოქტომბერი

17 ოქტომბერს, 10:00 საათზე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: საია ზურაბ ჯაფარიძის სახელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რვა მუხლის ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს.

მის.: კახიძის ქ. #15

17 ოქტომბერს, 10:00 საათზე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის და ბავშვთა საკითხების ქვეკომიტეტების სხდომა გაიმართება.

თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

17 ოქტომბერს 11:00 საათზე, თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართება.

მის.: ჟ.შარტავა N7

17 ოქტომბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო „ბილტმორში“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ქუთაისის შემოვლითი გზის ახალი 41.3 კმ-იანი 2 ზოლის მშენებლობაზე ტენდერის გამოცხადებასთან დაკავშირებით სამშენებლო კომპანიებთან შეხვედრას გამართავს. ღონისძიებაში მონაწილეობენ: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეები და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები.

მის.: შოთა რუსთაველის გამზი. N29

17 ოქტომბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო „იოტაში“, მასპინძლობისა და ტურიზმის ინდუსტრიის მსოფლიო ფორუმი Welcome Challenge-ის შესახებ პრესკონფენრეცია გაიმართება. ღონისძიებას დაესწრებიან: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძე, ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე და კომპანია „კავკაზუს თრეველის“ დამფუძნებელი საბა კიკნაძე.

მის.: ლერმონტოვის ქ. #10

17 ოქტომბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო Holiday Inn-ში საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენლებს შეხვდება.

მის.: 6 მაისის მოედანი #1

17 ოქტომბერს, 11:00 საათზე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში კლასიკური მუსიკის ცენტრის მერ ინიცირეული პროექტის - „კლასიკური მუსიკის კონცერტები ალტერნატიულ სივრცეში“ პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე, „კლასიკური მუსიკის ცენტრის“ სამხატვრო ხელმძღვანელი ელისო ვირსალაძე და ამავე ცენტრის პროგრამების მენეჯერი მაია კოკოჩაშვილი გაუძღვებიან.

მის.: სანაპიროს ქ. 4

17 ოქტომბერს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „საქართველოს ბარმენთა ასოციაციის“ პრეზიდენტის ჟაკო ჯორჯაძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „საქართველოს ბარმენთა ასოციაციამ“ ბარმენებს შორის მსოფლიო ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა.

მის.: წერეთლის გამზ. № 99, პირველი სართული, ბინა #49

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

17 ოქტომბერს, 11:00 საათზე, ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე “მედიაცენტრ მთავარის” პრესკლუბში განცხადებას გააკეთებს.

თემა: ფარული ჩანაწერები და მირზა სუბელიანის მხრიდან თვითმკვლელობის მცდელობა.

მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

17 ოქტომბერს, 12:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, კობა დავითაშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: კობა დავითაშვილის მიერ მომზადებული კანონპროექტი ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების დეკრიმინალიზაციის შესახებ, რომელიც პარლამენტშია შეტანილი.

მის.: წერეთლის გამზ. № 99, პირველი სართული, ბინა #49

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

17 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში ვეტერანის დღესთან დაკავშირებით საზეიმო მიღება გაიმართება.

მის.: გორგასლის ქ. #12ა

17 ოქტომბერს, 12:15 საათზე, საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს, როზარია პულისის შეხვდება. შეხვედრა პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის შტაბში გაიმართება.

მის.: პირველი რესპუბლიკის მოედანი N 6

17 ოქტომბერს, 13:00 საათზე, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სურამში ფსიქიატრიულ დაწესებულებას მოინახულებს.

17 ოქტომბერს, 15:30 საათზე, სასტუმრო „რედისონში“ შრომის უსაფრთხოების თემაზე, შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება.

საკონტაქტო პირი სალომე გოგინაშვილი - 558 24 07 70

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს