კანადაში მარიხუანას შენახვისა და გამოყენების ლეგალიზების შესახებ კანონი ძალაში შევიდა

კანადაში დღეიდან მარიხუანას შენახვისა და გამოყენების ლეგალიზების შესახებ კანონი ძალაში შევიდა.

კანონის ძალაში შესვლისთანავე, ქვეყნის მასშტაბით მარიხუანას გაყიდვის პირველი მაღაზიები გაიხსნა.

კანადის სრულწლოვან მოქალაქეებს ლიცენზირებულ მაღაზიებში შეეძლებათ 30 გრამამდე მარიხუანას გამომშრალი ფოთლების შეძენა.

კანონის თანახმად, არაკანონიერად ჩაითვლება 30 გრამზე მეტი მარიხუანას შენახვა, ლიცენზიის არმქონე გამყიდველებისგან მისი შეძენა და მარიხუანას ოთხ ბუჩქზე მეტი მოყვანა. ასევე, მარიხუანას არასრულწლოვანისთვის გაყიდვისთვის კანონით 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთაა გათვალისწინებული.

კანადის ხელისუფლება ასევე აპირებს დაჩქარებული წესით შეიწყალოს ის ხალხი, ვინც მსჯავრდებული იყო 30 გრამამდე მარიხუანას შენახვისთვის.

ურუგვაის შემდეგ კანადა მეორე ქვეყანა გახდა, სადაც მარიხუანა რეკრეაციული მიზნებისათვის ლეგალიზებულია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა