ავღანეთში აფეთქების შედეგად დეპუტატობის კანდიდატი დაიღუპა

ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში აფეთქების შედეგად დეპუტატობის კანდიდატი ჯაბარ ქაჰრამანი დაიღუპა და 7 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ტელეარხი TOLOnews ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება.

პროვინციის გუბერნატორის ომარ ზვაკის განცხადებით, აფეთქება ქალაქ ლაშქარგაჰში დღეს დილით მოხდა. დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

ზვაკის თქმით, ასაფეთქებელი ნივთიერება დეპუტატობის კანდიდატის სავარძელში იყო მოთავსებული.

საპარლამენტო არჩევნები ავღანეთში 20 ოქტომბერს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ არასტაბილური სიტუაციის გამო, ბოლოს საპარლამენტო არჩევნები ავღანეთში 2010 წელს ჩატარდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა