ისრაელის სახელმწიფოსთან აგრარული მიმართულებით თანამშრომლობა ღრმავდება

ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს „მაშავი“ პროგრამის დირექტორის მოადგილე იუვალ ფუქსი, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორს, ლევან უჯმაჯურიძეს შეხვდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მხარეებმა მებოსტნეობის სექტორში თანამშრომლობის გაღრმავებაზე და სპეციალისტების გადამზადებაზე ისაუბრეს.

„ჩვენ, ძირითადად, ფოკუსირებას ვახდენთ ცოდნის ამაღლებაზე, ტრენინგებზე, ასევე, რეგიონებში ექსტენციის პროგრამის გაძლიერებაზე; გვაქვს სპეციალური პროგრამები, როგორც ფერმერებისთვის, ექსტენციონისტებისთვის, ასევე მკვლევარებისთვის. ჩვენ ჩამოვყალიბდებით, რა მიმართულებით შეგვიძლია თქვენი მხარდაჭერა“, - აღნიშნა იუვალ ფუქსმა.

ვიზიტის ფარგლებში, მაშავის პროგრამის დირექტორის მოადგილემ, ისრაელიდან ჩამოსულ მებოსტნეობის ექსპერტებთან ერთად, წილკნის ერთწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე მცენარეთა მიკროკლონური (In vitro) გამრავლებისა და უვირუსო სარგავი მასალის და პროფესორ ივანე სარიშვილის სახელობის ნიადაგის კვლევის ლაბორატორიების მუშაობის პროცესს გაეცნო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა