თვითმფრინავი, რომლითაც მელანია ტრამპი მგზავრობდა, ავარიულად დაეშვა

თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც აშშ-ს პირველი ლედი მელანია ტრამპი იმყოფებოდა, იძულებული გახდა დაკვამლიანების გამო დაშვებულიყო. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეარხი CNN ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, აფრენიდან 10 წუთში თვითმფრინავის წინა ნაწილში დამწვრის სუნი იგრძნობოდა. თვითმფრინავი ენდრიუს ავიაბაზაზე დაეშვა. სავარაუდოდ, ინციდენტის მიზეზი მექანიკური პრობლემა გახდა.

თეთრი სახლის წარმომადგენლის სტეფანი გრიშემის თქმით, ბორტზე მყოფი ყველა პირი უსაფრთხოდ არის. მელანია ტრამპი ფილადელფიაში მიემგზავრებოდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა