ირაკლი ლექვინაძე - გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგში პოზიციის გაუმჯობესება იმ მაჩვენებლებში წინსვლით არის გამოწვეული, რომელიც ბიზნესის წარმოების ხელსაყრელ პირობებს ქმნის

გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგში საქართველო პოზიციის გაუმჯობესება ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ზრდაზე მიუთითებს, - ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა. მისი შეფასებით, რეიტინგში გაუმჯობესება იმ მაჩვენებლებში წინსვლით არის გამოწვეული, რომელიც ბიზნესის წარმოების ხელსაყრელ პირობებს ქმნის.

„მთავარი პრიორიტეტი, რომელიც საქართველოს აქვს რეგიონის სხვა ქვეყნებთან მიმართებაში - დაბალი ბიუროკრატია და დაბალი გადასახადებია. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია ისიც, რომ არსებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები ევროკავშირთან, ჩინეთთან და რეგიონის სხვა ქვეყნებთან საქართველოს აძლევს მნიშვნელოვან უპირატესობას ბიზნესის წარმოების პროცესში. საქართველოს გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში დაწინაურება ცალსახად მიუთითებს ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ზრდაზე. როდესაც ინვესტორი აკეთებს არჩევანს რეგიონის რომელ ქვეყანაში დაიწყოს ბიზნეს საქმიანობა, გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგს ექცევა ყურადღება. ეს არის ინვესტორებისთვის ძალიან კარგი სიგნალი, რომ დაინტერესდნენ საქართველოთი და განახორცილონ ბიზნეს საქმიანობა საქართველოში,“ - განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ.

გლობალური კონკურენტუნარიანობის 2018 წლის რეიტინგში საქართველომ 140 ქვეყანას შორის 66-ე ადგილი დაიკავა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა