დავით უსუფაშვილი - მრჩება განცდა, რომ „ქართული ოცნების“ რომელიღაც პიარ-ოთახიდან იმართება პროკურატურაც, უშიშროებაც, პოლიციაც, რამდენიმე ტელევიზიაც, სამინისტროც და თვითონ ბახტაძეც

მრჩება განცდა, რომ „ქართული ოცნების“ რომელიღაც პიარ-ოთახიდან იმართება პროკურატურაც, უშიშროების სამსახურიც, პოლიციაც, რამდენიმე ტელევიზიაც, სამინისტროც და თვითონ ბახტაძეც, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ყველა განცხადება და ქმედება, მათ შორის უწყებების, ემსახურება „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს. უსუფაშვილის განცხადებით, ამ თამაშში მოქმედი პრემიერი შესაწირი „პაიკია“.

„მრჩება განცდა, რომ „ქართული ოცნების“ რომელიღაც პიარ-ოთახიდან იმართება პროკურატურაც, უშიშროების სამსახურიც, პოლიციაც, რამდენიმე ტელევიზიაც, სამინისტროც და თვითონ ბახტაძეც. იმ განცხადებებს და ნაბიჯებს დგამენ, რომელიც მმართველი პარტიის ვითომც და დამოუკიდებელი კანდიდატის წარმატებას ემსახურება მათი ჭკუით. იმ პიარში რომ სხედან, სულ არ აღელვებთ ბახტაძის ხვალინდელი ბედი და შესაძლოა მორიგი შესაწირი პაიკი იყოს ჩვენი პრემიერი“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: დღეს "ქართული ოცნების" რომელიღაც პიარ-ოთახიდან იმართება პროკურატურაც, უშიშროების სამსახურიც, რამდენიმე ტელევიზიაც, პოლიციაც, სამინისტროც და თვითონ ბახტაძეც" - დავით უსუფაშვილი

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა