ცნობილია ქუჩები, სადაც პარკირების საათობრივი გადასახადი დაწესდება

პარკირების საათობრივი გადასახადი პირველ ეტაპზე თბილისის ორ რაიონში - ძველ თბილისსა და საბურთალოზე დაწესდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ განუცხადა, ძველ თბილისში საათობრივი პარკირება საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება, მოიცავს ყველა ახლომდებარე ქუჩას ზაარბრიუკენის მოედნამდე და ამაღლების ქუჩამდე. რაც შეეხება საბურთალოს რაიონს, საათობრივი პარკირება დაწესდება შარტავას, კოსტავას, პეკინის, ვაჟა-ფშაველას, ყაზბეგისა და მიცკევიჩის ქუჩებზე.

„პარკირების ნაწილში ჩვენი მიზანია, რომ ქუჩები გამტარიანი გავხადოთ. რატომ ეს ორი რაიონი? - ძველი თბილისი ტურისტულად მიმზიდველია, ხოლო ვაკე-საბურთალო ძირითადად საოფისე ადგილებია.

კომპანია „სისტრასთვის“ მიცემული გვაქვს დავალება, რომ ამ ორ რაიონში გავაძლიეროთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ავტობუსები დავამატოთ და მოსახლეობას ვუთხრათ, რომ კერძო ავტომობილებიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადმოჯდნენ - თუ შენ ამას მაინც არ აკეთებ, მაშინ ვიყენებ საათობრივ, ზონალურ პარკირებას“, - განუცხადა მუმლაძემ „ინტერპრესნიუსს“.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს