ინდოეთში მატარებელი ხალხს დაეჯახა, რის შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა

ინდოეთის ქალაქ ამრიტსარში მატარებელი ხალხს დაჯახა. დაიღუპა 50 და დაშავდა 200-ზე მეტი ადამიანი. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.

უბედური შემთხვევა ფესტივალ „ვიჯაიადაშამის“ მსვლელობისას მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ხმაურის დროს, ხალხმა მატარებლის მოახლოება ვერ შენიშნა. ყოველწლიური ფესტივალი სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების აღსანიშნავად იმართება და ათასობით ადამიანი ესწრება.

დაშავებულები ახლომდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს.

f