ადვოკატი - მირზა სუბელიანის მდგომარეობა არ არის  სახარბიელო

მირზა სუბელიანის მდგომარეობა არ არის სახარბიელო, მთლად ჯანსაღი შთაბეჭდილება არ დამრჩა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის ინტერესების დამცველმა, კახაბერ ხვისტანმა სუბელიანის გამოკითხვის შემდეგ განუცხადა.

ადვოკატმა გამოკითხვის დეტალების გაჟღერებისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ პროკურატურა გადაწყვეტს, სუბელიანი განმეორებით როდის გამოკითხონ.

„სატელეფონო ინტერვიუებისგან თავს შევიკავებ. ხვალ ყველა ინფორმაციას მოგაწვდით. როდის გამოკითხავენ მას განმეორებით ამას მე ვერ გეტყვით, ეს პროკურატურის გადასაწყვეტია, მე ვალდებული ვარ მხოლოდ დაკითხვას დავესწრო", - განაცხადა ხვისტანმა.

კითხვაზე, როგორია სუბელიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ადვოკატმა განაცხადა, არ არის მისი სახარბიელო.

„მთლად ჯანსაღი შთაბეჭდილება არ დამრჩა. როგორ იქნება, სამარტოო საკანში?!"- განაცხადა ხვისტანმა.

ცნობისთვის, სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის მირზა სუბელიანის გამოკითხვა გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით დასრულდა.

გამოკითხვა 18:00 საათზე დაიწყო და დაახლოებით 4 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

გამოკითხვის შემდეგ კომენტარო ჟურნალისტებთან მხოლოდ საქმის პროკურორმა ზვიად გუბელაძემ გააკეთა.

როგორც გუბელაძემ აღნიშნა, სუბელიანის გამოკითხვა განმეორებითაც მოხდება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება