ჭიათურის სახელმწიფო თეატრში ახალი სეზონი პრემიერით გახსნეს

ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში 124-ე თეატრალური სეზონი პრემიერით გაიხსნა. წარმოდგენილი იყო თანამედროვე გერმანელი დრამატურგის გერტ რობერტ გრიუნერის პიესა „ნოსტრადამუსი”. მულტიმედიური, ინოვაციური მიმართულების სპექტაკლი, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა მამუკა ცერცვაძემ განახორციელა.

მისი თქმით, სპექტაკლი ჭიათურის თეატრისთვის სპეციალურად ითარგმნა და იგი პირველად დაიდგა საქართველოში.