ანონსი 22 ოქტომბერი

22 ოქტომბერს, 10:00 საათზე , „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატის დავით ბაქრაძის ბრიფინგი გაიმართება.
თემა: წინა საარჩევნო გარემო.
მის: კოსტავას #40.
საკონტაქტო პირი: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08
22 ოქტომბერს, 10:30 საათზე, კოჯორში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ინიციატივის - „მწვანე პოლიტიკის" სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პირველი ეტაპის პრეზენტაცია - „მწვანე პოლიტიკა -ეკოტრანსპორტი" გაიმართება, რომელსაც პრემიერი დაესწრება.
მის: ბიოლი - სამედიცინო ველნეს ცენტრი
22 ოქტომბერს, 10:30 საათზე, მედიაცენტრ მთავარის” პრესკლუბში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტოქსიკოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, „კლინიკურ-ტოქსიკოლოგიური ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარე თემურ კობიძე საგანგებო განცხადებას გააკეთებს.
თემა: „ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების საგანგაშო მაჩვენებელი და მოწამლული არასრულწლოვნები და ახალგაზრდები; მარიხუანას უმძიმესი შედეგები“.
მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).
საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565
22 ოქტომბერს, 10:30 საათზე, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შტაბ-ბინაში, მესამე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების მედალოსნების და მონაწილე სპორტსმენების მიღება გაიმართება. ღონისძიებას დაესწრებიან განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის და სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელები.
მის: მაჩაბლის 11
საკონტაქტო პირი თეონა ომანაძე: 599 58 00 01
22 ოქტომბერს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას" პრესკლუბში ნარკოლოგ თათა ასათიანის პრესკონფერნცია გაიმართება.
თემა: მარიხუანას მოხმარების ფაქტები სკოლებში. რა მავნე გავლენა აქვს მოზარდებზე მარიხუანას მოხმარებას. შსს-ს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით.
მის: ა.წერეთლის 99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა 49. საკონტაქტო ნომერი: 593 53 45 24
22 ოქტომბერს, 11:00 საათზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა გაიმართება.
მის: ბოჭორმის ქ. 12
საკონტაქტო პირი: ქეთევან ლაცაბიძე - 995 555 22 30 04
22 ოქტომბერს, 11:00 საათზე, საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივი ღონისძიება - ბერტა ფონ ზუტნერისადმი მიძღვნილი გამოფენა - „ავსტრიის, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის პრიორიტეტები“ გაიმართება.
მის: თბილისი, შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, 0 სართული)
22 ოქტომბერს, 11:00 საათზე, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
მის: თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი (N319)
22 ოქტომბერს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ "კვირას" პრესკლუბში პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“თავმჯდომარის, იაგო ხვიჩიას პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: "გირჩის" მიერ ორგანიზებული ე.წ. კანაფის ფესტივალი - რას ელოდა პარტია და რა შედეგი მიიღო. მარიხუანას მოხმარების ფაქტები სკოლებში. ნარკოპოლიტიკა
მის: ა.წერეთლის 99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა 49. საკონტაქტო ნომერი: 593 53 45 24
22 ოქტომბერს, 12:00 საათზე,მცხეთაში, „მთავარანგელოზ გაბრიელისა და პეტრე მოციქულის სახელობის ფონდის“ აუტიზმის ცენტრის მშენებლობის პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორის არასამთავრობო ორგანიზაციის, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან.
მის: მცხეთა, დავით აღმაშენებლის N 156.
საკონტაქტო პირი ქრისტინა ზამბახიძე - 599 298 833.
22 ოქტომბერს, 12:30 საათზე, ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ-ისთვის - „ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი“, გაცემული ნახევარი მილიონი აშშ დოლარის დახმარების ფარგლებში დაგეგმილი პროექტის პრეზენტაცია გაიმართება.
სტუმრებს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბედ რუდი მიმართავენ.
მის: შალვა დადიანის 2/1
22 ოქტომბერს, 13:00 საათზე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
მის: თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი
22 ოქტომბერს, 14:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მერიოტში“, პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდება.
22 ოქტომბრს, 15:00 სათზე, სასტუმრო "ბილტმორში", საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ორგანიზებითა და საერთაშორისო კონგრესებისა და კონვენციების ასოციაციის (ICCA)-ს ჩართულობით, საქართველოში საერთაშორისო შეხვედრების ფორუმიი გაიმართება. ფორუმს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გახსნის.
22 ოქტომბერს, 16:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.
მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი
22 ოქტომბერს, 16:00 საათზე, საგარეო ურთიერთობათ კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო ქაცარავას და საჯარო დიპლომატიის საკითხებში სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორის, ვივიენ ვოკერის შეხვედრა გაიმართება პარლამენტის თანამშრომლებთან და სტაჟიორებთან თემაზე -„დეზინფორმაციასთან ბრძოლა და სტრატეგიული კომუნიკაციები“.
მის: თბილისი, ბრიფინგების ოთახი (B კორპუსი, IV სართული)
22 ოქტომბერს, 16:30 საათიდან 20:00 საათამდე, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ , პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებთან გამართავს შეხვედრებს.
22 ოქტომბერს, 18:00 საათზე მწერლის სახლში ჩატარდება ლადო კოტეტიშვილის წიგნის -„კეთროვანთა ზღაპრები“ წარდგენა.
მის: მაჩაბლის 13
22 ოქტომბერს, 18:00 საათზე, სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტის“ საკონფერენციო დარბაზში საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს“ ინიციატივით, პრეზიდენტობის კანდიდატთან სალომე ზურაბიშვილთან სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების შეხვედრა გაიმართება.
მის: #4 თავისუფლების მოედანი
22 ოქტომბერს, 18:00 საათზე, სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტის“ საკონფერენციო დარბაზში საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს“ ინიციატივით, პრეზიდენტობის კანდიდატთან სალომე ზურაბიშვილთან სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების შეხვედრა გაიმართება.
მის: #4 თავისუფლების მოედანი
22 ოქტომბერს, 18.00 საათზე, კინოს ისტორიის მუზეუმში ( აღმაშენებლის გამზირი #40) გაიმართება მე-13 საერთაშორისო ფესტივალის "წმინდა ანდრიას ჯვარი" დასკვნითი საღამო. საკონტაქტო პირი: ნინო ცხოიძე - 599509121, 570501156

























