ირაკლი კობახიძე - სპექტაკლი ჩავარდა, დამთავრებულია ის კომედია, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ" „რუსთავი 2"-ის მეშვეობით შემოგვთავაზა

სპექტაკლი ჩავარდა, დამთავრებულია ის კომედია, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ" „რუსთავი 2"-ის მეშვეობით შემოგვთავაზა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს გავრცელებული ვიდეოჩანაწერების შესახებ განაცხადა.

კობახიძის თქმით, ჩანაწერებზე საუბარი და მსჯელობა აღარ არის აქტუალური.

„ჯერ ჩავარდა პირველი სპექტაკლი, მერე მეორე და ახლა გვთავაზობენ პირველი ჩავარდნილი სპექტაკლის მეორე სერიას, რაც არის ღიმილის მომგვრელი და სასაცილო.

ჩვენ არც გვქონია საუბარი ავთენტურობაზე, საუბარი გვქონდა შინაარსზე, რომელიც ამ ჩანაწერებში გვესმის. შინაარსი არის აბსოლუტურად კომიკური",- აღნიშნა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2-მა „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით ახალი ფარული ჩანაწერები გამოაქვეყნა.

გავრცელებული ვიდეოჩანაწერები, სავარაუდოდ „ომეგა ჯგუფის“ მენეჯერების, სპორტის ყოფილი მინისტრის ლევან ყიფიანისა და „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის საუბარს ასახავს. ჩანაწერებში საუბარია ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან მომხდარ სარდაფის ინციდენტზე. სავარაუდოდ, ლევან ყიფიანი „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელს და მენეჯერს ამ დაპირისპირების დეტალებს უყვება და ასევე საუბრობს იმაზე, თუ როგორ მოხდა ამ ინციდენტის განხილვა ბიძინა ივანიშვილთან.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს