გიორგი კახიანის ინფორმაციით, მძარცველებმა მისი სახლიდან მხოლოდ ტელევიზორი მოიპარეს

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, გიორგი კახიანის ინფორმაციით, სამტრედიის რაიონის სოფელ ეწერში, მისი სახლიდან მხოლოდ ტელევიზორი მოიპარეს.

როგორც დეპუტატმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, სახლში ამჟამად არავინ ცხოვრობს და მას ყურადღებას ადგილობრივები აქცევენ.

„სახლი უშუალოდ ჩემი არ არის. ის ჩემს გარდა, ჩემი ბიძაშვილებისიც არის. როცა სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატი ვიყავი, ამ სახლში ვცხოვრობდი და ქუთაისში ფაქტობრივად, ეწერიდან დავდიოდი, მაგრამ ბოლო პერიოდში არ ვყოფილვარ. რამდენიმე დღის წინ ადგილობრივებმა დამირეკეს და მითხრეს, რომ ფანჯარა იყო გატეხილი. დათვალიერებით ნახეს, რომ ტელევიზორი იყო წაღებული. მართლაც აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ტელევიზორი წაიღეს და სხვა არაფერი დაკარგულა. ამის შემდეგ ორ-სამ დღეში მითხრეს, რომ ქურდები დააკავეს და საქმე გახსნეს. სახლში არავინ ცხოვრობს და როგორც სოფელში ხდება, მას ადგილობრივები აქცევენ ყურადღებას“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ გიორგი კახიანმა.

დეპუტატი იმასაც ამბობს, რომ სამტრედიის რაიონში გახშირებული ქურდობის ფაქტების შესახებ მას არაფერი სმენია და მომეტებული კრიმინალის თაობაზე არანაირი ინფორმაცია არ აქვს.

„როცა მაჟორიტარი დეპუტატი ვიყავი, ადგილობრივი პოლიციის უფროსთან მქონდა კომუნიკაცია და ყოველთვის ვკითხულობდი, თუ როგორი იყო კრიმინალის თვალსაზრისით მდგომარეობა და სტატისტიკა. როგორც მეუბნებოდნენ, ამდაგვარი ფაქტების მატებას ადგილი არ ჰქონდა. ცხადია, ქურდობის ცალკეული შემთხვევები იქნება, მაგრამ პოლიცია ყოველთვის ახდენს რეაგირებას“, - აღნიშნა გიორგი კახიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა