ბიძინა ივანიშვილი - „რუსთავი 2“ ავრცელებს მიზანმიმართულ და არასწორ ინფორმაციას მინისტრებისა და პარლამენტარების უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, რაც დადასტურდა

მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, მინისტრებისა და პარლამენტარების უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილი სიცრუეს უწოდებს. როგორც ივანიშვილმა, მის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, აღნიშნა, ამ თემით „რუსთავი 2“ მანიპულირებს, ავრცელებს მიზანმიმართულ და არასწორ ინფორმაციას, რაც დადასტურდა, ვინაიდან გამოვლინდა ისეთი შემთხვევები, სადა არასწორად არის ხარჯთაღრიცხვა გაკეთებული ან ნაჩვენებია სხვა მესაკუთრის მიწის ნაკვეთი, რომელიც ვითომ რომელიმე მაღალჩინოსანს ეკუთვნის.

„ბოლო ერთი კვირის განმავლობაში „რუსთავი2“-მა მთავრობის რამდენიმე წევრის სახლი გამოიტანა და აჩვენა მაყურებელს, მაგრამ არც ერთს არ შეკითხვიხართ, საიდან და როგორ აქვთ ეს ქონება, ან მისი არის თუ არა. უამრავი გადაცდომა გქონდათ, რაც უკვე დადასტურდა, რომ სხვის ნაკვეთებს მიაწერდით პრემიერ-მინისტრს, ასევე მიაწერდით სხვა შემთხვევაშიც. როდესაც თვითონ გააქტიურდნენ, მანანა კობახიძე დაგიკავშირდათ, იზორია, თქვენ მათი პოზიცია არ დააფიქსირეთ. თქვენ აირჩიეთ მხოლოდ სესიაშვილი, სადაც სესიაშვილმა ასით ნული მოგიგოთ. პრემიერ-მინისტრთან მიმართებით, საერთოდ სირცხვილი იყო, რაც გააკეთეთ, ვინაიდან 20 წლის წინანდელი სახლი გამოიტანეთ, როდესაც პრემიერი ალბათ თინეიჯერი იყო ან სტუდენტი. აჩვენეთ თუ როგორ არის კორუფციაში ჩართული და ამ დროს მეზობლის ნაკვეთიც გადაიღეთ. თქვენ განსხვავებულ აზრს არ აჩვენებთ მაყურებელს, ეს თქვენი მუშაობის მანერაა. მაყურებლის დიდი ნაწილი მძევლად გყავთ აყვანილი, ხართ დახურული ტელევიზია, 99% აჩვენებთ სიცრუეს.

სესიაშვილის სახლი 310 კვადრატული მეტრია, არის მხოლოდ შავი კარკასი აშენებული და მინებია ჩასმული - მაქსიმუმი ფასი არის 140 დოლარი, როდესაც კომპანიას არ ქირაობ, მისი აშენება შეგიძლია 100 დოლარად და 100 დოლარი რომ გავამრავლოთ 310-ზე გამოვა 31 000 დოლარი. აუზი საერთოდ „კაპიკი“ დაჯდებოდა, არ არის ეს აუზი გაშვებული და არ ფუნქციონირებს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

იხილეთ ვიდეო: "სად არის წყალი აუზში?" - რას ამბობს ბიძინა ივანიშვილი "ოცნების" მაღალჩინოსნების სახლებზე

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა