ბიძინა ივანიშვილი - როგორ წარმოგიდგენიათ, ჩემს საკუთარ კაბინეტში ოთხ თითს ვაჩვენებ ზაზა ოქუაშვილს და ვერ ვლაპარაკობ, რომ არ ჩამიწერონ? - თუ ამის მეშინოდა, შემეძლო შემემოწმებინა

როგორ წარმოგიდგენიათ, ჩემს საკუთარ კაბინეტში ოთხ თითს ვაჩვენებ ზაზა ოქუაშვილს და ვერ ვლაპარაკობ, რომ მეშინია არ ჩამიწერონ... თუ ამის მეშინოდა, შემეძლო შემემოწმებინა, ხომ არ იწერდა, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანშვილმა სამი ტელეკომპანიის ჟურნალისტებთან შეხვედრისას, „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელ, ზაზა ოქუაშვილსა და „ომეგა ჯგუფის“ შესახებ გავრცელებულ ჩანაწერებზე საუბრისას განაცხადა.

ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ კითხვის ნიშნებს იწვევს აღნიშნული ჩანაწერების ავთენტურობა და ეს დასტურდება ინგლისსა და საქართველოში ჩატარებული ექსპერტიზის პასუხებით.

„ის, რომ ინგლისის ორმა საექსპერტო ბიურომ თქვა, რომ არ არის ავთენტური, თქვა, რომ არის დაჭრილი, დამახინჯებული და შეკერილი რამდენჯერმე, ასევე თქვა ჩვენმა საექსპერტო ბიურომაც. შესაბამისად, ამ ჩანაწერებს დიდ ანგარიშს ვერ გავუწევთ.

მე არ მაქვს თან წამოღებული ეს დასკვნა. იქ დასახელებული იყო ცნობილი საექსპერტო ბიუროები - ინგლისის, წამყვანი. ეს ჩემთვის მისაღებია. ამავდროულად, გამოქვეყნებული იყო სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა, რომ ეს ჩანაწერები არაავთენტურია,“ -განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ამასთან, ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა ზაზა ოქუაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, ივანიშვილმა მას ოთხი მილიონი მოსთხოვა და ამის შესახებ ხელით ანიშნა. ივანიშვილმა განმარტა, რომ ეს ბრალდება აბსურდულია და თუ ოქუაშვილი სიმართლეს ამბობს, მას შეუძლია წარმოადგინოს ჩანაწერები, რომელთა „ჩაწერაშიც ზაზა ოქუაშვილი პროფესიონალია“.

„ყველაზე საინტერესო, რაც „რუსთავი 2-ით“ ვრცელდებოდა, ალბათ, თვითონ ოქუაშვილის ინტერვიუა. ქალბატონი ეკა კვესიტაძე და მისი დირექტორი ერთად ცდილობდნენ, როგორმე რაღაც ისეთი ეთქვა იმ კაცს, ისეთი, რაც წინასწარ იცოდნენ. ჩვენ ეს ვნახეთ. ამ ინტერვიუში ის იყო მნიშვნელოვანი, რომ ის იყო ჩემთან კაბინეტში მეორედ და მე თურმე ვანიშნე ოთხი თითით. ამ აბსურდზე მინდა გავამახვილო ყურადღება.

ჩემთან მოსული კაცია, თუ ჩაწერების მეშინია, შემიძლია შევამოწმო. როგორც წესი, არ ვამოწმებ ჩანაწერებზე. ყველას შეუძლია ჩემთან შემოიტანოს აპარატურა. ის ორჯერ იყო ჩემთან მოსული. პირველად ნახა, რომ არ შემიმოწმებია და მეორედ შეეძლო თავისუფლად ამით ესარგებლა, რაშიც ის პროფესიონალია, როგორც ჩანს... ეს კაცი ყველაფერს იწერს და რატომღაც ეს ჩანაწერი დღემდე არ ჩანს და ვერ იქნება.

მე მაყურებელს მინდა ვკითხო, როგორ წარმოგიდგენიათ, ჩემს საკუთარ კაბინეტში ოთხ თითს ვაჩვენებ და ვეუბნები და ვერ ვლაპარაკობ, რომ მეშინია არ ჩამიწერონ... თუ ამის მეშინოდა, შემეძლო შემემოწმებინა.

მთავარი, რაც არის კითხვა, რაში უნდა გადაეხადა ამ კაცს ფული? რისთვის უნდა გადაეხადა? მთელი თვეა თემა მუსირებს, რომ ამ კაცმა ფული გადაიხადა და რაში გადაიხადა ფული? მთავარი კითხვა, რისთვის გადაიხადა ქრთამი ოქუაშვილმა?“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

იხილეთ ვიდეო: "როგორ წარმოგიდგენიათ, ჩემს საკუთარ კაბინეტში ოთხ თითს ვაჩვენებ ზაზა ოქუაშვილს და ვერ ვლაპარაკობ, რომ არ ჩამიწერონ? - თუ ამის მეშინოდა, შემეძლო შემემოწმებინა" - ბიძინა ივანიშვილი

ლევან ბოძაშვილი - ახლა არაორდინარული, არასტანდარტული გადაწყვეტილებების დროა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2020
სოსო არჩვაძე - ეროვნული ვალუტის კურსის რყევამ  შეიძლება სერიოზულად დააზიანოს ის შედეგები, რაც მიღწეულია მთავრობის მიერ
„დრიმლენდ ოაზისი ჩაქვის“ დამფუძნებლების გადაწყვეტილებით, სასტუმრო სრული მომსახურების პაკეტით უსასყიდლოდ გადაეცა სახელმწიფოს საკარანტინე მიზნებისთვის, სამშობლოში დაბრუნებული მოქალაქეების განსათავსებლად
„მაკდონალდსი“ ლუგარის ლაბორატორიის პერსონალის კვებაზე ზრუნავს
„ვენდი“ და „დანკინი“ მიწოდების უკონტაქტო სერვისზე გადადის