Check in Georgia-ს ფარგლებში, საქართველოში პირველად, მასპინძლობისა და ტურიზმის ინდუსტრიის მსოფლიო ფორუმი იმართება

პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში, საქართველოში პირველად, მასპინძლობისა და ტურიზმის ინდუსტრიის მსოფლიო ფორუმი Welcome Challenge იმართება.

ფორუმი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და თბილისის მერიის მხარდაჭერით ტარდება. ღონისძიების პარტნიორია გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია.

როგორც ღინისძიებაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თამჯომარემ გიორგი ჩოგოვაძემ განაცხადა, ფორუმი საქართველოს იმიჯს კიდევ უფრო გაამყარებს.

„ჩვენ ამ ფორუმის და ამ ფორმატის საშუალებით კიდევ ერთხელ წარვსდგებით მსოფლიოს წინაშე, როგორც ტურიზმის სფეროში საუკეთესო სტარტაპების გამოვლენის ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი", - განაცხადა ჩოგოვაძემ.

ფორუმის მთავარი სპიკერი Expedia-ს დამფუძნებელი, Virgin Group-ის მეწილე, აშშ-ს სატელევიზიო ვარსკვალავი და მწერალი რიჩარდ ბანგსია.

სპიკერებს შორის არიან: „National Geographic Traveler”-ის დამფუძნებელი დაუნ დრიუ, რომელიც გამოცემის მთავარი რედაქტორი იყო, ასევე Booking.com-ის TripAdvisor-ის მენეჯერები. ღონისძიებას ეწრებიან ასობით მილიონი პორტფოლიოს მქონე ამერიკელი, იაპონელი და ევროპელი გამოცდილი ინვესტორები, ფონდების წარმომადგენლები და იურისტები.

ფორუმზე სტუმართმასპინძლობის სფეროში მსოფლიოს საუკეთესო 20-25 სტარტაპი იქნება წარმოდგენილი. გამარჯვებულს საერთაშორისო ჟიური გამოავლენს, რომელიც ქართველი, ამერიკელი, ესტონელი და დანიელი მონაწილეებისგან შედგება.

ტურიზმის ეროვნული ადმონისტრაციის ინფორმაციით, ღონისძიება ოთხი მნიშვნელოვანი კომპონენტისგან შედგება:

1. სიმპოზიუმი, სადაც მსოფლიოს წამყვანი პროფესიონალები გაუზიარებენ აუდიტორიას თავიანთ ხედვასა და გამოცდილებას. მოეწყობა სადისკუსიო პანელები, მასტერკლასები და ა.შ.

2. სტარტაპების შეჯიბრი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს წინასწარ გადარჩეული 36 სტარტაპი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და თითქმის ყველა კონტინენტიდან.

3. სხვადასხვა ქვეყნის და ადგილზე წარმოდგენილი „ენჯელ ინვესტორების“, „ვენტურ კაპიტალისტების“ და სხვა ინვესტორების შეხვედრა, მრგვალი მაგიდა და ამ სფეროში გამოცდილების გაზიარება.

4. ინვესტორთა და სტარტაპთა „მეტჩაპი“ და B2B შეხვედრები.

ღონისძიების მიზანია, ინოვაციებით გამორჩეული სტარტაპებისთვის შეიქმნას საერთაშორისო ფორუმი, სადაც მასშტაბური პროექტები გამოვლინდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა