ძიუდოისტების ნაწილი ძიუდოს ფედერაციის არჩევნებს უნდობლობას უცხადებს

ძიუდოისტების ნაწილი ძიუდოს ფედერაციის არჩევნებს უნდობლობას უცხადებს. ძიუდოს ფედერაციის არჩევნები სასტუმრო „ბილტმორში“ დღეს იმართება.

როგორც ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, დღეს ფედერაციას კვლავ დავით ქევხიშვილი მართავს.

„ერთპიროვნული მმართველობაა კვლავ ძიუდოში. ქევხიშვილის დელეგატები არიან კვლავ ძიუდოში. ჩვენ უნდობლობას ვუცხადებთ მათ და ვამბობთ, რომ როგორც დღეს მიდის არჩევნები, ამით სიტუაცია ძიუდოში არ დალაგდება. უმრავლესობა იღებს იმ გადაწყვეტილებებს რაც ქევხიშვილს უნდა.

გიორგი ათაბეგაშვილია ერთადერთი კანდიდატი, რომელიც ქევხიშვილის კაცია", - განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.

სტივენ ბლოკმანსი - თუ საქართველო ევროკავშირთან დაახლოების შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებს, საკმაოდ ბევრი დრო დასჭირდება ავტოკრატიული რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის გამოსწორებას
ქართული პრესის მიმოხილვა 13.05.2024