რუსთავში წითელი ჯვრის რეგიონული სასაწყობე მეურნეობის მშენებლობა იგეგმება

„ჩინეთის წითელი ჯვრის საზოგადოების“ ვიცე-პრეზიდენტი და „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების“ გენერალური მდივნის მოადგილე კახა მამულაძე რუსთავის მერს ირაკლი ტაბაღუასა და ქვემო ქართლის გუბერნატორ შოთა რეხვიაშვილს შეხვდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებიდან“აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა, რუსთავის ტერიტორიაზე, წითელი ჯვრის რეგიონული სასაწყობე მეურნეობისა და ტრენინგ-ცენტრის მშენებლობის საკითხი განიხილეს.

როგორც ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა, მშენებლობისათვის ტერიტორიას რუსთავის მუნიციპალიტეტი გამოყოფს.

,,ჩვენ რამდენიმე დღის წინ გვქონდა შეხვედრა „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების“ წარმომადგენლებთან. დღეს შევხვდით „ჩინეთის წითელი ჯვრის საზოგადოების“ ვიცე-პრეზიდენტს. ეს გაგრძელებაა იმ შეხვდრისა, რომლის დროსაც ჩვენ დავგეგმეთ, რუსთავში მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან ერთად მსხვილი რეგიონული სასაწყობე მურნეობისა და ტრენიგ-ცენტრის მშენებლობა. ძალიან კარგია, რომ ამ საკითხს „ჩინეთის წითელი ჯვრის საზოგადოების“ მხრიდანაც გამოხმაურება მოჰყვა“, - განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

„საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების“ გენერალური მდივნის მოადგილის კახა მამულაძის განცხადებით, სასაწყობე მეურნეობა, რომლის მშენებლობის დაწყებაც რუსთავში იგეგმება, ბუნებრივი კატასტროფების შემთხვევაში მოიცავს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სოხეთსა და აზერბაიჯანსაც.

„რუსთავის მერია და ქვემო ქართლის გუბერნია, მზად არის ჩვენთან თანამშრომლობისათვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ერთობლივად ჩვენ შევეცდებით ეს მიმართულება, ეს კონცეფცია განვავითაროთ. აქ არა მხოლოდ სასაწყობე მეურნეობის მშენებლობა, არამედ მნიშვნელოვანია ტრენინგ-ცენტრებიც მოეწყოს, რათა კატასტროფებისთვის მზადყოფნა იყოს მაქსიმალურად მაღალ დონეზე აყვანილი“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში კახა მამულაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - დღეს ოპოზიციის მთავარი ამოცანა უნდა იყოს ისეთი საარჩევნო გარემოსთვის ბრძოლა, რომელშიც მონაწილეობას აზრი ექნება და კონკრეტული შედეგები მოჰყვება
ქართული პრესის მიმოხილვა 20.07.2026
ნათია ლოლაძეს ესექსის უნივერსიტეტმა საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
SBC Summit Tbilisi-ს რეკორდული რაოდენობის, 44 ქვეყნის 2500-მდე დელეგატი დაესწრო