ირაკლი კობახიძე - გვინდა დავუბრუნოთ ჩვენს ფეხბურთს ის დიდება, რომელიც ჰქონდა 80-იანი წლების დასაწყისში და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მიზანი აუცილებლად მიიღწევა

დღევანდელი დღე, ამ ბაზის მოწყობა არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ყველაფერი კეთდება სპორტის ამ სახეობის აღორძინებისათვის ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ რუსთავში, სფფ-ის ბორის პაიჭაძის სახელობის ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის გახსნაზე განაცხადა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფეხბურთი სპორტის ის სახეობაა, რომელიც საქართველოში განსაკუთრებულად უყვართ.

„ფეხბურთი არის სპორტის ის სახეობა, რომელიც ჩვენ, ქართველებს განსაკუთრებულად გვიყვარს და ამიტომ, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულად გვახარებს ის წინსვლა და აღმავლობა, რომელსაც დღეს ჩვენი ფეხბურთი განიცდის. მინდა ძალიან დიდი წარმატება ვუსურვო ყველა იმ ადამიანს, რომელიც სულს და გულს დებს ამ საქმეში. ძალიან გვიხარია, რომ ეს ყველაფერი კეთდება ჩვენი ეროვნული ნაკრების განსაკუთრებული წარმატების ფონზე, რაც ძალიან დიდ სტიმულს გვაძლევს და დღევანდელი დღეც, ამ ბაზის მოწყობაც, არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ყველაფერი კეთდება სპორტის ამ სახეობის აღორძინებისათვის ჩვენს ქვეყანაში. გვინდა დავუბრუნოთ ჩვენს ფეხბურთს ის დიდება, რომელიც ჰქონდა 80-იანი წლების დასაწყისში, უფრო ადრე და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მიზანი აუცილებლად იქნება მიღწეული”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ საქართველოს პარლამენტის წევრს, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილს საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ ფეხბურთელებს წარმატებები უსურვა.

„მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს კოლეგას და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს, რომელიც, ნამდვილად, სულს და გულს დებს ამ საქმეში და ყველა ვხედავთ, რომ ეს საქმე, ასეთი ხარისხით და ასეთი სახით ვერ გაკეთდებოდა, რომ არ იყოს მთელი გული და სიყვარული ჩადებული იმ საქმეში, რომელიც კეთდება ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობის მიერ და მადლობა მინდა გადავუხადო როგორც ლევანს, ისევე თითოეულ იმ პირს, რომელიც ხელმძღვანელობს ფეხბურთის ფედერაციას და რომელიც არის ჩართული ამ, ნამდვილად, საშვილიშვილო საქმეში. მინდა მივესალმო ახალგაზრდებს, ბავშვებს, რომლებიც აქ მოღვაწეობენ და მინდა ვუსურვო მათ ყველაზე ამბიციური ოცნებების ასრულება”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

დამსწრეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა და თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, უეფა-ს პროგრამა „ჰეთ-თრიკისა“ და ფიფას პროგრამა „ფორვარდის“ დაფინანსებით განხორციელდა.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ