ბიძინა ივანიშვილი - ირაკლი კობახიძემ სწორი სინონიმი მოუძებნა ნიკა გვარამიას, როდესაც მის განცხადებას ფაშისტური უწოდა

ირაკლი კობახიძემ სწორი სინონიმი მოუძებნა ნიკა გვარამიას, როდესაც მის განცხადებას ფაშისტური უწოდა, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა. მანვე ამ კონტექსტში არასამთავრობო სექტორი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ არც ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას გვარამიას განცხადება არ გაუკრიტიკებია.

„სამი დღე დაელოდნენ „ქართული ოცნების“ შტაბიდან, როდესაც გვარამიამ საშინელი განცხადებები და მუქარა გაუგზავნა ქალბატონ სალომეს, რომ ვინც მაგას დაეხმარება, საქართველოში არ დაედგომებაო. ამას კობახიძემ უპასუხა, რომ ეს იყო ფაშისტური გამონათქვამი. მან სწორი სინონიმი მოუძებნა გვარამიას გამონათქვამს. მე ვუთხარი ირაკლის, რომ არ უნდა ეხმარა ეს სიტყვა, რადგან ისინი სიტყვას გაეკიდებოდნენ და არა შინაარსს და ასეც მოხდა. გვარამიას გამონათქვამი ფაშისტური იყო. არც ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია არ გამოვიდა და გვარამიას განცხადებასთან დაკავშირებით პოზიცია არ დააფიქსირა. პირიქით, ერთ-ერთმა მათგანმა მიხეილ ბენიძემ თქვა, გვარამია სწორად მოიქცაო“, - განაცხადა ივანიშვილმა.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ