ანონსი 27 ოქტომბერი

27 ოქტომბერს, 09:15 საათზე, „ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე არჩევნებზე აკრედიტირებულ უცხოური ორგანიზაციების დამკვირვებლებს შეხვდება.
მის.: რუსთაველის გამზირი N37, რესპუბლიკა ჰოლი (ყოფილი ანდროპოვის ყურები)
საკონტაქტო პირები: თორნიკე დიასამიძე - 597 04 06 08 მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08
27 ოქტომბერს, 09:30 საათზე, პრეზიდენტობის კანდიდატი, დავით უსუფაშვილი ევროპარალამენტის, ნატოს, ეუთოს და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეების სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებს შეხვდება.
მის.: პირველი რესპუბლიკის მოედანი, „რესპუბლიკა ჰოლი“
27 ოქტომბერს, 10:00 საათზე, ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში ფიზიკური კულტურისა და სპორტის უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართება.
27 ოქტომბერს, 10:30 საათზე, „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატის, დავით ბაქრაძე ბრიფინგს გამართავს.
თემა: ზაზა სარალიძის დაკავება და განვითარებული მოვლენები
მის.: კოსტავას ქ. #40
საკონტაქტო პირები: თორნიკე დიასამიძე - 597 04 06 08 მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08
27 ოქტომბერს, 11:30 საათზე, პრეზიდენტობის კანდიდატი, დავით უსუფაშვილი სასტუმრო „რადისონში“ მარშალის ფონდის დელეგაციასთან შეხვედრას გამართავს.
27 ოქტომბერს, 11.30 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, ლისის ტბაზე ოკუპაციური თერაპიის მსოფლიო დღის აღსანიშნავად გაიმართება გარბენი, – „წრე ლისზე - ოკუპაციური თერაპიის მხარდასაჭერად“.
27 ოქტომბერს, 12:00 საათზე, არჩევნების მედია ცენტრში „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „სამართლიანი არჩევნები“ და „საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველო“ წინასაარჩევნო გარემოს შეაფასებენ.
მის.: შალვა დადიანის ქ. 2/1 (საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ოფისის შენობა)
27 ოქტომბერს, 13:00 საათზე, „გირჩის“ ოფისის ეზოში ფლი მარკეტი გაიმართება, რომელზე დასწრება ფასიანია.
27 ოქტომბერს, 13:30 საათზე, ნუცუბიძის პლატოზე (მეოთხე პლატოდან ლისის ტბის მიმართულებით გადასასვლელი) მდებარე რაგბის ბაზაზე გაიმართება რაგბის კავშირისთვის 3 ახალი, ულტრათანამედროვე სარაგბო კომპლექსის გადაცემის ღონისძიება, რომელსაც პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე, თბილისის მერი და მინისტრთა კაბინეტის წევრები დაესწრებიან.
27 ოქტომბერს, 14:30 საათზე, "ევროპული საქართველოს" ოფისში გიგა ბოკერიას ბრიფინგი გაიმართება.
თემა - მიმართვა ნაციონალურ მოძრაობას
მის: #გულიას #1
საკონტაქტო ინფორმაცია: თორნიკე დიასამიძე - 597 04 06 08, მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08
27 ოქტომბერს, 15:00 საათზე, პრეზიდენტობის კანდიდატის, დავით უსუფაშვილის ბრიფინგი გაიმართება.
მის. მიცკევიჩის #18
არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, პოლიტიკური პარტიების რეგიონული ლიდერები ქვეყანაში და ქუთაისში არსებულ წინასაარჩევნო გარემოს იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო topnews.com.ge-ს პრესკლუბში შეაჯამებენ
11:00 საათი: "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე გიგა შუშანია;
11:05 საათი: "ევროპული საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელი კოტე რატიანი;
11:10 საათი: "თავისუფალი საქართველო"- იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია;
11:15 საათი:"გირჩის" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე თემურ ცამციშვილი;
11:20 საათი: "ქართული ოცნების" რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჭიღვარია.
მის.: ქუთაისი, დუმბაძის ქ. # 4
საკონტაქტო პირი ირაკლი ვაჩიბერაძე - 598 98 49 50
27 ოქტომბერს, 20.00 საათზე, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ბრიფინგს გამართავს.

























