მიხეილ სააკაშვილი - მე კი არ უნდა მითხრათ, ჩამოდი, მოგვაშორე ივანიშვილიო,  რა ჰქვია მოგაშოროთ, თქვენ რას მიკეთებთ მანდ? - სახლიც ხომ არ დაგილაგოთ და მაცივარი გაგიწმინდოთ?

მე კი არ უნდა მითხრათ, ჩამოდი, მოგვაშორე ივანიშვილიო. რა ჰქვია მოგაშოროთ, თქვენ რას მიკეთებთ მანდ? გაინძერით და თქვენ თვითონ მოაშორეთ თქვენი კონსტიტუციური უფლებით, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.

მიხეილ სააკშვილი დარწმუნებულია, რომ ეს მისი ბოლო პირდაპირი ჩართვაა საქართველოს ფარგლებს გარეთ. მისივე თქმით, გრიგოლ ვაშაძეს არჩევნები უკვე მოგებული აქვს.

„დარწმუნებული ვარ, ეს არის ჩემი ბოლო ლაივი საქართველოს ფარგლებს გარეთ. ხვალ არის დიდი დღე, ძალიან მაგარ განწყობაზე ვარ. ასეთი ტალღა, ასეთი აღმაფრენა, სულისკვეთება, სიძლიერე „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ არ ყოფილა. ჩვენ ეს არჩევნები უკვე მოგებული გვაქვს. ივანიშვილის პოლიტიკურ მომავალს აღარ ჰყავს დედა. მე კი არ უნდა მითხრათ, ჩამოდი, მოგვაშორე ივანიშვილიო. რა ჰქვია მოგაშოროთ, თქვენ რას მიკეთებთ მანდ? გაინძერით და თქვენ თვითონ მოაშორეთ თქვენი კონსტიტუციური უფლებით. სახლიც ხომ არ უნდა დაგილაგოთ და მაცივარი გაგიწმინდოთ? ივანიშვილი ხომ არ ვარ, რომ მოგატყუოთ. მე არ გპირდებით, რომ თქვენ ნაცვლად გადავწყვეტ საქართველოს პრობლემებს. არავინ არაფერი არ უნდა მოგაშოროთ. თქვენ თვითონ წახვალთ ხვალ არჩევნებზე და მოაშორებთ ამ ფაროსანებს. მეგობრებო, ივანიშვილი თქვენზე მეტად ნერვიულობს. სრულ პანიკაშია. ნახეთ, ერთი მეორეზე უარესი ინტერვიუები მისცა. სპორტის სასახლე ვერ გაავსო, რომელსაც ყველა ავსებს ნათელაშვილით დაწყებული, ბურჯანაძით დამთავრებული. ასე, რომ ჩვენ კი არა, ივანიშვილს აქვს სანერვიულო,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: მე კი არ უნდა მითხრათ, ჩამოდი, მოგვაშორე ივანიშვილიო, რა ჰქვია მოგაშოროთ, თქვენ რას მიკეთებთ მანდ? სახლიც ხომ არ უნდა დაგილაგოთ და მაცივარი გაგიწმინდოთ? - მიხეილ სააკაშვილი

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა