სანდრო გირგვლიანის საქმეზე დათა ახალაიას პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე დათა ახალაიას შვიდი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ის ასევე დამნაშავედ ცნეს ვამეხ აბულაშვილისა და კახა დაბრუნდაშვილის ეპიზოდზე და ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ნაჭყებიამ დღეს გამოაცხადა.

დათა ახალაია სასამართლომ დამნაშავედ ცნო უფლებამოსილების გადამეტებაში, უკანონოდ თავისუფლების აღკვეთასა და ადამიანის ღირსების შემლახავ, დამამცირებელ მდგომარეობაში ჩაყენების გამო. ახალაიას სანდრო გირგვლიანის, ლევან ბუხაიძის, კახა დაბრუნდაშვილის და ვამეხ აბულაშვილის ეპიზოდზე საბოლოოდ განესაზღვრა შვიდი წლით და ექვსი თვის ვადით პატიმრობა და ერთი წლის და 6 თვის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში მუშაობის უფლება.

სასამართლო სხდომას დავით ახალაიას ადვოკატი, ნინო ბერიშვილი არ დასწრებია. როგორც ის „ინტერპრესსნიუსთან“ საუბარში აცხადებს, მისთვის უცნობია, ახალაია აღნიშნულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს თუ არა.

„პიროვნება ძებნილია და უფლებამოსილი არ ვარ მე გავასაჩივრო. დათა ახალაიასთან კავშირი არ მქონია, შესაბამისად, გაასაჩივრებს თუ არა ის ამ გადაწყვეტილებას, ამ ეტაპზე უცნობია. იმედია, გაასაჩივრებს“, - აცხადებს ადვოკატი.

ის სარეზოლუციო ნაწილს ჯერ არ გაცნობია. ბერიშვილის განმარტებით, დაცვის მხარემ დავით ახალაიას დაცვის უფლება სრულყოფილად ვერ განახორციელა.

„დასაბუთებულ ნაწილს როცა გავეცნობი, მეცოდინება, თუ რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ. ფაქტობრივად, დაცვა ვერ განხორციელდა, რადგან მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე თანაბარ პოზიციაზე არ ვიყავით ბრალდების მხარესთან.

გირგვლიანის საქმეზე დათა ახალაიას ორგანიზატორობას ედავებოდნენ. ბრალდების მტკიცებით, ახალაიამ გაუწია ამ საშინელ დანაშაულს ორგანიზება. კონკრეტულად რა დავალება მისცა დავით ახალაიამ ამ პიროვნებებს და როგორ უნდა ემოქმედათ, ამის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. ერთადერთი მტკიცებულება, ყოფილი მსჯავრდებულების ჩვენებებია, რომელთაც თავისუფლების და გარკვეული შეღავათების სანაცვლოდ მიაცემინეს ჩვენებები.

ვამხელ აბულაშვილის და კახა დაბრუნდაშვილის ეპიზოდათან დაკავშირებით, საქმეში ჩახედული არ ვარ, რადგან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან არ მისაუბრია და მისი პოზიცია არ ვიცი. რატომღაც, მგონია, რომ ეს ბრალის გასამყარებლად და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ უარყოფითი წარმოდგენის შესაქმნელად გააკეთეს. ეს სუსტ მტკიცებულებად მიმაჩნია. დაზარალებულის ჩვენების გარდა, სხვა მტკიცებულება არ არსებობს“, - აცხადებს ადვოკატი.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში